ჰერბ რიცის სილამაზისა და თავისუფლების მანიფესტი - კვირის პალიტრა

ჰერბ რიცის სილამაზისა და თავისუფლების მანიფესტი

ლეგენდარული ფოტოგრაფი ჰერბ რიცი 1952 წლის 13 აგვისტოს ლოს-ანჟელესში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ეკონომიკური უნივერსიტეტი დაამთავრდა, მერე მშობლების ავეჯის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და მოულოდნელად ფოტოგრაფიამ გაიტაცა. გადაწყვიტა ამ საქმეს პროფესიონალურად დაუფლებოდა – ფოტოკურსებზე ჩაეწერა და ფოტოებს ჟურნალებს სთავაზობდა, თუმცა მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა.

ყველაფერი ერთმა შემთხვევამ შეცვალა – მიტოვებულ ბენზინგასამართ სადგურზე სიმპათიური ახალბედა მსახიობი რიჩარდ გირი გაიცნო. რიცმა მასში რაღაც განსაკუთრებული შენიშნა და რამდენიმე კადრის გადაღება შესთავაზა. შავ-თეთრ ფოტოებზე გირი დამტვრეული ბიუიკის ფონზე თეთრ მაისურსა და გაცრეცილ ჯინსში პოზირებს.

ეს კადრები რიჩარდ გირისთვის კინოინდუსტრიის საშვად იქცა, რიცს კი ფოტოსამყაროში აღიარება მოუტანა. ამის შემდეგ რიცმა უამრავი ცნობილი ადამიანი გადაიღო და მისი ფოტოები მსოფლიოს წამყვანი ჟურნალების გარეკანზე მოხვდა.

იხილეთ ვრცლად