გამარჯვებული შავკანიანი - კვირის პალიტრა

გამარჯვებული შავკანიანი

1962 წელს შავკანიანმა მოქალაქემ, ჯარმოვლილმა და კოლეჯდამთავრებულმა 29 წლის ჯეიმს მერედიტმა მისისიპის უნივერსიტეტს მიმართა თავისი კონსტიტუციური უფლების განსახორციელებლად – დარეგისტრირებულიყო სტუდენტად. იმ დროისთვის ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ამერიკის ისტორიაში, როცა “მონების შთამომავალმა” მსგავსი რამ გაბედა.

მიუხედავად იმისა, რომ მერედიტის მხარეს დადგნენ პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო, ამასთან, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ სპეციალური ბრძანებულებაც კი გამოსცა, რომ მერედიტი უნივერსიტეტში დაეშვათ, შტატის ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა პრეზიდენტის ბრძანებულების შესრულებაზე.

1962 წლის 30 სექტემბერს მერედიტი ხელისუფლების წარმომადგენლების თანხლებით, პოლიციისა და სამხედროების დაცვის ქვეშ უნივერსიტეტში უნდა შეეყვანათ, რამაც თეთრკანიანთა უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია.

რეგიონში დაიწყო შავკანიანების მასობრივი ცემა. კენედი იძულებული გახდა შტატში სამხედრო მდგომარეობა გამოეცხადებინა და წესრიგის აღსადგენად 30 000 მხოლოდ თეთრკანიანი ჯარისკაცი შეიყვანა. ამერიკა შეზანზარდა – შეტაკება 14 საათს გრძელდებოდა, დაიღუპა 2, დაიჭრა 375 ადამიანი.

იხილეთ ვრცლად