მე-19 საუკუნის იაპონელი მეძავი ქალები
25-12-2013
მე-19 საუკუნის იაპონელი მეძავი ქალები
ამომავალი მზის ქვეყანაში ძველთაგანვე მრავლად იყვნენ პროფესიონალი მეძავი-ოირანები. იაპონია დანარჩენი სამყაროსთვის 1850-იანი წლებიდან ”გაიხსნა”, თუმცა, ამის შემდეგაც ათეული წლების მანძილზე მომავალი ეკონომიკური სუპერსახელმწიფო ძალიან ღარიბ ქვეყანად რჩებოდა.




ცოტასღა ახსოვს ახლა, რომ ”საექსპორტო პროსტიტუცია” მთელი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში იაპონიის ბიუჯეტში უცხოური ვალუტის მნიშვნელოვან წყაროს შეადგენდა: დაახლოებით 1900 წლისთვის, როცა ამ ბიზნესმა პიკს მიაღწია, მეძავი იაპონელების გადარიცხვებს მთელ სავალუტო შემოსავლებში მესამე ადგილი ეჭირა.

იაპონელი მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები, რომლებიც ”კარაიუკი სან”-ის
(ანუ საზღვარგარეთ გამგზავრებულების) სახელით იყვნენ ცნობილი, შრომობდნენ მთელს აზიაში, სიდნეიდან ვლადივოსტოკამდე და შანხაიდან სინგაპურამდე.

ჩვეულებრივ, ისინი მუშაობდნენ იაპონელთა მფლობელობაში არსებულ ბორდელებში.

როგორც წესი, არ იცოდნენ ადგილობრივი ენები. მსგავსი დაწესებულების სტუმრობის ბედნიერება შორეულ აღმოსავლეთში ჰქონდა მწერალ ანტონ ჩეხოვს, რომელმაც იაპონელი სპეციალისტის მომსახურების მაღალი დონე აღნიშნა.


იხილეთ
ვრცლად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით