ფოტოები, რომელთა გამოც მისი ავტორები სამსახურიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ფოტოები, რომელთა გამოც მისი ავტორები სამსახურიდან გაათავისუფლეს

ჯგუფი “ტრივა” – ფოტოგრაფები ვლადიმირ ვორობიოვი, ვლადიმირ სოკოლაევი და ალექსანდრ ტროფიმოვი, რომლებმაც 70-80-იან წლებში კუზნეცკის მეტალურგიულ კომბინატში არა შეკვეთილი ფოტოები, სადაც ქარხნის მუშები ბედნიერი სახეებით პოზირებენ, არამედ მათი რეალური ყოფა ასახეს.

“სოციალისტური ცხოვრების წესის გაშავებისთვის” თავნება ფოტოგრაფები სამსახურიდან დაითხოვეს და ფოტოებიც გაანადგურებინეს. თუმცა ნაწილის გადარჩენა მოახერხეს, რომლებიც ახლახან გამოქვეყნეს.

“რკინის ფარდით დახშულ საბჭოეთში ქუჩებში დავდიოდით, როგორც “თავისუფალი მონადირეები”. არავითარი წინასწარი გეგმა! ჩვენი ნამუშევრების უმეტესობა ყოველდღიურ სცენებს ასახავს. პრინციპი ასეთი იყო: უარი რეტუშირებას! უარი დადგმულ კადრებს!

სსრ კავშირში ფოტოების 90%-ი წინასწარ დადგმული იყო. ობიექტის გადაღება რეკვიზიტის შერჩევით იწყებოდა. მაგალითად, ტრაქტორისტს შესაბამისად გამოაწყობდნენ და გაკრიალებულ ტრაქტორთან გაბრწყინებული სახით დააყენებდნენ – ეს საბჭოთა იდეოლოგიას მორგებული კადრი უნდა ყოფილიყო.

მხატვრული ღირებულების გარდა, “ტრივას” ფოტოები მნიშვნელოვანია, როგორც ისტორიული დოკუმენტი: “ჩვენ ვაფიქსირებდით ქალაქის ისტორიას – მოტივაცია რეალური ცხოვრების გადაღება და მომავალი თაობისთვის ისტორიად ქცევა იყო”!

იხილეთ ვრცლად