იური როსტი: "მე ქართველი ვარ" - კვირის პალიტრა

იური როსტი: "მე ქართველი ვარ"

რუსი ჟურნალისტი, მწერალი, ფოტოხელოვანი.

მისმა ფოტოობიექტივმა შემოუნახა ჩვენს ისტორიას 9 აპრილის ღამე. დღეს უკვე მიწისაგან აღგვილი, დამეწყრილი სვანური სოფელი და მის მკვიდრთა სევდიანი გალერეა, ბევრი ცნობილი ქართველის უნიკალური ფოტოპორტრეტი…

წერილით “მე ქართველი ვარ” ის საქვეყნოდ გაემიჯნა საკუთარ ხელისუფლებას რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის გამო, ერთ-ერთმა გაკვეთა აგვისტოს ომით გაყინული სივრცე…

იური როსტი: “ჩემზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. შევთავაზე, “ჩემს” ქალაქებში ჩავიდეთ: კიევში, სადაც დავიბადე და ბავშვობა გავატარე, საოცრად ახლობელ პიტერში და თბილისში – ჩემს შეძენილ და ჯერარდაკარგულ სამშობლოში, რომელთანაც დაუვიწყარი დღეები მაკავშირებს…

ვბრუნდები თბილისში კიდევ და კიდევ, რომ არასდროს დავკარგო აქაურობა, რაც არ უნდა მოიმოქმედონ პოლიტიკოსებმა…

ქალაქებს ადამიანები აცოცხლებენ, ისინი ანიჭებენ მნიშვნელობას, ხიბლს, ისინი გიღებენ კარს.

მე 40 წლის წინ გოგი ხარაბაძემ გამიღო თბილისის კარი და მისი თვალით დავინახე საქართველო – თავგადასავლებით, მეგობრებითა და სიხარულით გამთბარი…

ბევრი საოცარი ქართველი გამაცნო, მათ შორის უპირველესი, საქართველოს პატრიარქი, ილია II, რომელიც ჩემი პატრიარქიც გახდა. ის ჩემთვის უმაღლესი მორალური ავტორიტეტია, ღვთიური სიმშვიდით, კეთილგანწყობით, უშუალობით, სითბოთი, იუმორით სავსე”.

იხილეთ ვრცლად