იური როსტი: "მე ქართველი ვარ"
09-04-2018
იური როსტი: "მე ქართველი ვარ"
რუსი ჟურნალისტი, მწერალი, ფოტოხელოვანი.
მისმა ფოტოობიექტივმა შემოუნახა ჩვენს ისტორიას 9 აპრილის ღამე. დღეს უკვე მიწისაგან აღგვილი, დამეწყრილი სვანური სოფელი და მის მკვიდრთა სევდიანი გალერეა, ბევრი ცნობილი ქართველის უნიკალური ფოტოპორტრეტი…












წერილით “მე ქართველი ვარ” ის საქვეყნოდ გაემიჯნა საკუთარ ხელისუფლებას რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის გამო, ერთ-ერთმა გაკვეთა აგვისტოს ომით გაყინული სივრცე…

იური როსტი: “ჩემზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. შევთავაზე, “
ჩემს” ქალაქებში ჩავიდეთ: კიევში, სადაც დავიბადე და ბავშვობა გავატარე, საოცრად ახლობელ პიტერში და თბილისში – ჩემს შეძენილ და ჯერარდაკარგულ სამშობლოში, რომელთანაც დაუვიწყარი დღეები მაკავშირებს…

ვბრუნდები თბილისში კიდევ და კიდევ, რომ არასდროს დავკარგო აქაურობა, რაც არ უნდა მოიმოქმედონ პოლიტიკოსებმა…

ქალაქებს ადამიანები აცოცხლებენ, ისინი ანიჭებენ მნიშვნელობას, ხიბლს, ისინი გიღებენ კარს.


მე 40 წლის წინ გოგი ხარაბაძემ გამიღო თბილისის კარი და მისი თვალით
დავინახე საქართველო – თავგადასავლებით, მეგობრებითა და სიხარულით გამთბარი…


ბევრი საოცარი ქართველი გამაცნო, მათ შორის უპირველესი, საქართველოს პატრიარქი, ილია II, რომელიც ჩემი პატრიარქიც გახდა. ის ჩემთვის უმაღლესი მორალური ავტორიტეტია, ღვთიური სიმშვიდით, კეთილგანწყობით, უშუალობით, სითბოთი, იუმორით სავსე”.

იხილეთ ვრცლად

















iura
10 აპრილი 2018 15:58
ის დღეს ქართველია, ხვალ ესტონელი გახდება ზეგ ლიტველი, ასეთებს რო იხუტებთ კი არა ქართველები ჩაიხუტეთ რომლებიც ქვეყნიდან გარბიან, ის კი თავის დროზე წავა თავისი გზით, აღარც ქართველს იცნობდეს იქნება და აღარც საქართველოს, სად იყო 9 აპრილამდე? თქვენ მაინ არ გაგახსენდათ უდიდესი ქართველი იური? ვავა და ვავა თქვენ
Manana
09 აპრილი 2018 20:00
ალბად,ერთადერთი რუსია,რომელსაც ვეთაყვანები და პატივს ვცემ
giga
11 აპრილი 2014 20:55
ბ-ნო იური თქვენ ძალიან ცივილიზებული პიროვნება ბრძანდებით და საქართველო ყოველთვის ჩაგიხუტებთ.

რედაქტორის რჩევით