29-04-2014
რუმინეთის სოფელ სეპინცას უჩვეულო სასაფლაო ჩიმიტირულ-ვესელი (Cimitirul Vesel) დაკრძალვის კულტურის უნიკალური ნიმუშია. ხის დაფებსა თუ ბარელიეფებზე არა მარტო გარდაცვლილის ცხოვრების ტიპიურ სურათებია გამოსახული, არამედ ისინი სიკვდილის მიზეზებსაც თვალსაჩინოდ გვამცნობენ: დაეჯახა სატვირთო, მოყვა მატარებლის ქვეშ, ავადმყოფობამ იმსხვერპლა.ჯვრების უმრავლესობაზე კი ლექსად გამოთქმული ეპიტაფიებია იმ ქვეყნად წასულისადმი, რასაკვირველია რუმინულ ენაზე. ეპიტაფიების უმრავლესობა უხამსიცაა, მასში ნათესავები თუ ოჯახის წევრები არ ერიდებიან გარდაცვლილის ლოთობისა თუ სხვა ჩვეულებების აღნიშვნას.

თავდაპირველად მხატვარი უპირატესად მუქი ლურჯი ტონებით მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით თითოეულმა ფერმა თავის სიმბოლური დატვირთვა შეიძინა: მწვანე შეესაბამებოდა სიცოცხლეს, ყვითელი – ბარაქას, წითელი – ვნებას, შავი – სიკვდილს. ამჟამად სასაფლაოზე სხვადასხვა ფორმის დაახლოებით 800 ჯვარია.

იხილეთ ვრცლად