ფერდინანდო შანა – ფოტოგრაფიის ცოცხალი ლეგენდა - კვირის პალიტრა

ფერდინანდო შანა – ფოტოგრაფიის ცოცხალი ლეგენდა

ფერდინანდო შანა – იტალიელი ფოტორეპორტიორი და ჟურნალისტი, ფოტოხელოვნების ცოცხალი ლეგენდაა. მისი ნამუშევრების სიღრმე და კონტრასტულობა გულგრილს არ ტოვებს მნახველს. ამ საქმის დაუფლება პალერმოს უნივერსიტეტში ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის შესწავლით დაიწყო.

მის პირველ ალბომში (1965 წელი) სიცილიის რელიგიური დღესასწაულების ამსახველი ნამუშევრები მოხვდა, რომლებმაც შემდგომში ცნობილ მწერლებთან თანამშრომლობას დაუდო საფუძველი.

1966 წელს ფერდინანდომ მოღვაწეობა მილანში განაგრძო და ყოველკვირეულ გამოცემაში – L’Europeo ფოტორეპორტიორად დაიწყო მუშაობა. ცოტა ხანში კი ამავე გამოცემის ჟურნალისტიც გახდა. პარალელურად წერდა ლიტერატურასა და პოლიტიკაზე Le Monde Diplomatique-სა და La Quinzaine Littéraire-შიც.

1977 წელს დაუახლოვდა ლეგენდარულ ფოტოხელოვანს, ანრი კარტიე-ბრესონს და ცნობილ სააგენტო Magnum Photos-შიც დაიმკვიდრა თავი. 80-იანი წლების ბოლოს ფერდინანდო შანა მოდური ფოტოგრაფების კასტაშიც ჩაეწერა.

იხილეთ ვრცლად