სტენლი კუბრიკი – ცნობილი რეჟისორი და უცნობი ფოტოგრაფი - კვირის პალიტრა

სტენლი კუბრიკი – ცნობილი რეჟისორი და უცნობი ფოტოგრაფი

სანამ ცნობილი რეჟისორი გახდებოდა, სტენლი კრუბრიკი სკოლის გაზეთის ფოტოგრაფი იყო. პრეზიდენტ რუზველტის გარდაცვალების დღეს მან შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო და ჟურნალ Look-ში გააგზავნა. ფოტო მოეწონათ და დაბეჭდეს, 17 წლის ავტორი კი შტატში აიყვანეს.

1946 წლიდან 1951 წლამდე ჟურნალში მუშაობის პერიოდში კუბრიკმა 12 ათასამდე ფოტო გადაიღო, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილია გამოქვეყნებული. ახლახან ცნობილმა გერმანელმა ხელოვნებათმცოდნე რაინერ რონემ კუბრიკის ძველი ნეგატივები აღმოაჩინა და გამოაქვეყნა, რომლებმაც ევროპის სხვადასხვა საგამოფენო დარბაზი მოიარა.

ამჟამად ცნობილი რეჟისორის, სტენლი კუბრიკის ხელწერა მაყურებელმა მის ძველ ფოტოებში აღმოაჩინა. ნამუშევრებში არის რაღაც აუხსნელი, მომნუსხველი ჯადოქრობა, რასაც უკვე მიჩვეული ვართ მის ფილმებში.

კუბრიკმა ყოველთვის ძალიან კარგად იცოდა, როგორ მიეღწია სასურველი ეფექტისთვის. სწორედ ამის ცოდნა და სრულყოფილებისკენ სწრაფვა გაიყოლა მან ფოტოგრაფიიდან დიდი კინოს სამყაროში.

იხილეთ ვრცლად