მგლებთან ცხოვრების 6 წელიწადი - კვირის პალიტრა

მგლებთან ცხოვრების 6 წელიწადი

მგლის არსსა და ცხოვრების წესში უკეთ გასარკვევად ცოლ-ქმარმა ჯიმ და ჯეიმი დაჩერებმა მგლების ხროვაში 6 წელი იცხოვრეს. ტყეში წასვლამდე ცოლ-ქმარი ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ჯეიმი ვაშინგტონის ზოოპარკში მუშაობდა, კინოოპერატორი ჯიმი კი ველურ ბუნებაზე იღებდა ფილმებს.

აიდაჰოს უდაბურ ტყეში მათ კარავი დადგეს და უკიდურესად პრიმიტიული პირობების მიუხედავად – არ ჰქონდათ შუქი, წყალი და ა.შ. – უმკაცრესი ზამთრის პირობებშიც არ ტოვებდნენ საცხოვრებელს. შედეგად ბევრი რამ გაიგეს მგლებზე ისეთი, რაც ძალიან ბევრისთვის უცნობი იყო.

ბოლო წლებში ხროვის ბევრ წევრს ჯიმი და ჯეიმი უკვე ლეკვობიდან იცნობდნენ, რადგან თავად ეხმარებოდნენ მშობლებს მათ გამოკვებაში. ცოლ-ქმარი გახდა ხროვის ბელადის შეცვლის სცენის მოწმე, ნახეს ხროვის წევრები როგორ ადიოდნენ იერარქიულ კიბეზე, რასაც მგლების საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. ასევე, როგორ “ადამიანურად დაიტირა” ხვადმა დაღუპული პარტნიორი ძუ მგელი.

ჯიმი და ჯეიმი ცდილობდნენ აღენუსხათ ყველაფერი, რასაც შეეძლო ადამიანებისთვის ეჩვენებინა, რაოდენ მნიშვნელოვანია მგლების რიცხოვნობის შენარჩუნება, რომ ისინი არც ისეთი უწყალო და სისხლისმსმელი “მკვლელობის მანქანები” არიან, როგორც ზღაპრებში ხშირად ჰყავთ გამოყვანილი.

იხილეთ ვრცლად