"ინდოელი ტყვე სპილო"
30-08-2014
"ინდოელი ტყვე სპილო"
"ჩრდილოეთ ლონდონის ცხოველთა გადარჩენის საქველმოქმედო ორგანიზაციამ" შეიტყო, რომ ინდოეთში 50 წლის სპილო რაჯას პატრონი სასტიკად ექცეოდა - ჩვილობიდან რკინისჭანგებიანი ბორკილები ეკეთა, რის გამოც იტანჯებოდა და სისხლი სდიოდა.

ქუჩაში ჯაჭვით დაბმული რაჯა მშიერი იყო, რადგან პატრონს სურდა, გასაცოდავებული სპილოს შემხედვარე ტურისტებს მეტი მოწყალება გაეღოთ. დამშეულმა რაჯამ ე.წ. პლასტიკატის ნივთების ჭამა დაიწყო, რაც მალე სიკვდილს უქადდა. საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლები სასწრაფოდ ჩავიდნენ ინდოეთში და 20 მეტყევის, 10 ვეტერინარისა და 6 პოლიციელის მონაწილეობით რაჯა
გაათავისუფლეს და 560 კმ მოშორებით მდებარე სპილოების თავშესაფარში გადაიყვანეს. აქ ყოფილ ტყვეს უწამლეს, დააპურეს და, რაც მთავარია, რაჯამ პოვა ის, რაც არასდროს ჰქონია - სიმშვიდე და სიყვარული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით