მომეცი ჩემი შავი ზღვა! - კვირის პალიტრა

მომეცი ჩემი შავი ზღვა!

შარშან სოხუმში გამგზავრება პირადმა პრობლემამ და მძიმე სულიერმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა. რაიმე ისეთი უნდა მომემოქმედა, რაც ყველაფერ ცუდს დამავიწყებდა, ანუ ის, რისი გაკეთებაც მთელი ცხოვრების ოცნებად მქონდა ქცეული.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ადამიანის ცნობიერების შეცვლა ასე რადიკალურად თუ იყო შესაძლებელი. არათუ ბოლო პერიოდის მოვლენები, მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვებული უარყოფითი განცდა მომეხსნა. შეიძლება ითქვას, ხელახლა დავიბადე და სულ სხვა ადამიანი დავბრუნდი აფხაზეთიდან.

წელს უკვე დამშვიდებულად, გააზრებულად და ყველა მარშრუტის დაგეგმვით გავემგზავრე. ემოციები, რა თქმა უნდა, იყო, ოღონდ ისეთი მძაფრი არა, როგორიც შარშან. არ მიტირია, არც ჩემს სახლთან მივსულვარ, ვეცადე, მაქსიმალურად გამომეყენებინა 2 კვირის თითოეული ძვირფასი წამი. გამიმართლა, ნახევრად აფხაზი ვარ და ახლო ნათესავებიც მყავს იქ, რომლებიც საოცრად თბილად მხვდებიან, მაგრამ საბოლოოდ არც იქ ვგრძნობ თავს როგორც საკუთარ სახლში, არც თბილისში.

…დანარჩენებმა რა ქნან, ვისაც იმის საშუალებაც კი არ აქვთ, რამდენიმე დღით მაინც დატკბნენ აფხაზეთში ყოფნის ბედნიერებით?! – ამაზე დარდი უკვე სულ სხვაა… არაფერი შემიძლია გარდა იმისა, რამდენიმე იქ გადაღებული ფოტო შემოგთავაზოთ…

იხილეთ ვრცლად "დუდანას ბლოგზე"