მოუსვენარი უიჯი – ”ფიგარო – იქ, ფიგარო – აქ” - კვირის პალიტრა

მოუსვენარი უიჯი – ”ფიგარო – იქ, ფიგარო – აქ”

ძველი ფოტოები მუდამ ინტერესს იწვევს, მაგრამ არსებობს უბრალოდ ძველი ფოტოები და არსებობს ფოტოები, რომელიც გადაიღო უიჯიმ. ის დღევანდელი საზომითაც კი რაღაც განსაკუთრებულია. მეტისმეტად დაუდეგარი ფოტოგრაფი, ერთდროულად ყველგან იყო. მუშაობდა შტატგარეშედაც და დახელოვნდა კრიმინალურ ფოტოგრაფიაში, ფოტოებს მისგან ნიუ იორკის ყველა გაზეთი ყიდულობდა.

უიჯის ნამდვილი სახელია არტურ ფელინგი. დაიბადა 1889 წელს ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ პატარა ქალაქ ზოლოჩევში, რომელიც იმ დროს ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. 1909 წელს მშობლებმა ნიუ იორკში ჩამოიყვანეს, სადაც მან უამრავი სამუშაო გამოიცვალა, მათ შორის ფოტოგრაფიასთან დაკავშირებულიც, სანამ 1935 წელს შტატგარეშე ფოტოგრაფი არ გახდა.]

მისი თქმით, არ დაელოდა, როდის შესთავაზებდნენ “ღირსეულ” სამუშაოს და ეს სამუშაო თავად შექმნა. პირველი ორი წელი პოლიციის სამმართველოში ისე გაატარა, არავითარი აკრედიტაცია არ ჰქონია. როცა ტელეტაიპით ცნობა მოდიოდა რამე შემთხვევის შესახებ, რაც შეიძლება სწრაფად მიდიოდა და მკვლელობის ადგილზე პოლიციაზე, ხოლო ხანძრისას მეხანძრეებზე ადრე ჩნდებოდა.

ფოტოებს ის პირდაპირ საკუთარი მანქანის საბარგულში ამჟღავნებდა. 1938 წელს ის გახდა ერთადერთი ფოტორეპორტიორი ნიუ იორკში, რომელსაც პოლიციის რადიოს გამოყენების უფლება მიეცა. უიჯიმ უამრავი უნიკალურ ფოტო დატოვა, რომლებიც დეტალურ წარმოდგენას გვაძლევს 1930-1950-იანი წლების ნიუ იორკის ცხოვრების შესახებ.

ამჟამად ფელინგის ფოტონამუშევრები უმსხვილეს მხატვრულ მუზეუმებში ინახება, ხოლო თითო ფოტოს ფასი აუქციონებზე 1000 დოლარს აჭარბებს.

მის რეტროფოტოებზე ვნახოთ, როგორი უცნაური იყო სამყარო ადრე.

იხილეთ ვრცლად