ბერტ გლინი – ნიჭიერი ფოტოგრაფი, რომელსაც წარმოუდგენლად უმართლებდა - კვირის პალიტრა

ბერტ გლინი – ნიჭიერი ფოტოგრაფი, რომელსაც წარმოუდგენლად უმართლებდა

ლეგენდარული სააგენტო “მაგნუმის” ფოტოგრაფი ბერტ გლინი ნამდვილი “იღბალაა” – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. პრინციპში, ნებისმიერმა ფოტორეპორტიორმა უნდა იცოდეს მომენტის დაჭერა და დიდი სერიიდან საუკეთესო ფოტოები ხშირად შემთხვევითი კადრი აღმოჩენილა, მაგრამ საეჭვოა, ვინმეს ამდენი წარმატებული პროფესიული მიგნება ჰქონდეს, რამდენიც გლინს.

ვრცლად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"

ის სააგენტო “მაგნუმის” ლეგენდად იქცა, რაც მსოფლიოს საუკეთესო ფოტოოსააგენტოს დონიდან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, არ არის იოლი ამოცანა. თანაც, “მაგნუმში” გლინი სრულიად შემთხვევით მოხვდა.

ის “მაგნუმის” დამფუძნებლის რობერტ კაპას ნაცნობი იყო და ერთხელ ბარში კაპას დათანხმდა, ახლად დაარსებული სააგენტოსთვის წაემუშავა. ეს 1951 წელს მოხდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რა ხანგრძლივი გამოდგებოდა ეს თანამშრომლობა და შედეგად რა რაოდენობის ლეგენდარული ფოტოებს მოიტანდა.