ერთი ფოტოს პოსტი
ერთი ფოტოს პოსტი
ამ კადრის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი არ გახლავთ, ჩემმა მეგობარმა გადაიღო რამდენიმე წლის წინათ. მაშინ ფოტოგრაფიით დაინტერესებულიც კი არ ვიყავი. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ყველაზე საყვარელი ნამუშევარია, რაც კი ოდესმე ვინმეს შეუქმნია ფოტოისტორიაში. ვინმეს რომ ეკითხა – რატომ, ვერც ავხსნიდი. ჩემს შვილს მაგონებს-მეთქი, ვამბობდი.

ამას წინათ ერთ ადამიანს ვესაუბრე, ფოტო ვაჩვენე. ეს ხომ შენ ხარ, დაკარგული მამისა და მუდმივად საკუთარი თავის ძიებაშიო. მთელი ღამე არ მეძინა, ამ პატარა წალკელი უცნობი ბიჭუნას სახე

მიტრიალებდა, მთელმა ცხოვრებამ გამიარა თვალწინ, თავისი ტკივილით, ტრაგედიებით, იმედგაცრუებით, შეცდომებით, ნათელისა და მარადიულის პოვნის მცდელობებით.

უცნაური გრძნობა დამეუფლა, როგორ შეიძლება, სრულიად უცხო ადამიანმა ასე სწორად დაგინახოს, მიგითითოს იმაზე, რაც თითქოს თვითონ უნდა გცოდნოდა და ახსნას ვერ პოულობდი. მიხვდი, რომ ძალიან მიყვარდა ეს ბავშვი, უფრო სწორად
საკუთარი ცხოვრება – სევდიანი, მაგრამ საინტერესო…

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები