სტორმ ტორგენსონი – რეალობის გადამსხვაფერებელი - კვირის პალიტრა

სტორმ ტორგენსონი – რეალობის გადამსხვაფერებელი

სტორმ ტორგენსონი – ბრიტანელი ფოტოგრაფი, კინემატოგრაფისტი და დაუშრეტელი წარმოსახვის მქონე გრაფიკული დიზაინერი, რომელმაც გენიალურად გააფორმა Pink Floyd, Led Zeppelin, Muse, The Mars Volta, პიტერ გებრიელის და კიდევ სხვა შემსრულებლების საკულტო მუსიკალური ალბომები 40 წლის განმავლობაში.

ვრცლად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"

10 ფაქტი

სწავლობდა ფილოსოფიასა და ინგლისურ ენას ლესტერის უნივერსიტეტში, გახდა ლონდონის ხელოვნების სამეფო კოლეჯის მაგისტრი კინოსა და ტელევიზიის განხრით.

დადიოდა კემბრიჯის ბიჭების უმაღლეს სკოლაში სიდ ბარეტსა და როჯერ უოტერსთან – Pink Floyd-ის მომავალ ვოკალისთან და მომავალ ბასისტ ვოკალისტთან ერთად. სკოლის პერიოდში ტორგერსონი და უოტერსი ერთად თამაშობდნენ რაგბის.

60-იანი წლების ბოლოს ორ თანამოაზრესთან ერთად დააარსა არტ-ჯგუფი Hipgnosis. პირველად მაშინ გამოჩნდა, Pink Floyd-ის რამდენიმე ადრეული რელიზი გააფორმა. დამახასიათებელმა სტილმა მალე აქცია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხატვრად ინდუსტრიაში. 1983 წელს არტ-ჯგუფი დაიშალა და ტორგერსონი თავისუფალი მხატვარი გახდა.