უკრაინელი სლავიკი – ყველაზე მოდური უსახლკარო მსოფლიოში - კვირის პალიტრა

უკრაინელი სლავიკი – ყველაზე მოდური უსახლკარო მსოფლიოში

არ არის აუცილებელი, იყო მდიდარი, რომ ცნობილი პიროვნება გახდე. უსახლკაროები, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, საკუთარ ქალაქებში ზოგჯერ პოპულარულები არიან. 55 წლის სლავიკი მოდით შეპყრობილი უსახლკარო კაცია, რომელიც უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ცხოვრობს.

იხილეთ ვრცლად "დუდანას ბლოგზე"

სლავიკი უკრაინელმა ფოტოგრაფმა იურკო დიაჩუშინმა შეამჩნია, რომელმაც 100-მდე ფოტო გადაუღო მას და სერია შექმნა, სახელწოდებით – ”სლავიკის მოდა”.

”სლავიკი 55 წლისაა. ის უსახლკარო ბოშაა, მაგრამ არაორდინალურია. მისი ცხოვრება სხვა უსახლკაროებისგან განსხვავებულია. ის არ ატარებს ბევრ ჩანთებს, არც ნაგვის ურნებში იქექება. სლავიკს თითქმის არასოდეს აცვია ერთი და იგივე ტანსაცმელი, რაც ძალიან უცნაურია უსახლკარო კაცისთვის.

გარდა ყოველდღიური ტანსაცმლის გამოცვლისა (ზოგჯერ დღეში ორჯერაც), ის ვარცხნილობასაც ხშირად იცვლის და იღლიებს რეგულარულად იპარსავს”, – ამბობს ფოტოგრაფი იურკო დიაჩუშინი.