ფოტოკლასიკა: მარკ რიბო - კვირის პალიტრა

ფოტოკლასიკა: მარკ რიბო

მარკ რიბო 14 წლის იყო, როცა ფოტოაპარატი ხელში პირველად აიღო – მამის ძველი კოდაკი. სწორედ ამ ფოტოკამერამ დაუდო სათავე მის გატაცებას, რომელიც მარკს მთელი ცხოვრების განმავლობაში შერჩა. განათლებით ინჟინერმა რიბომ, სპეციალობით მუშაობის დაწყებისთანავე ერთკვირიანი შვებულება აიღო ლიონში თეატრალურ ფესტივალზე ფოტოების გადასაღებად და ეს შვიდი დღე საკმარისი გახდა, რათა ის თავის წინანდელ სამუშაო ადგილს აღარასდროს დაბრუნებოდა.

ვრცლად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"

ახალგაზრდა ფოტოგრაფს დიდი დახმარება გაუწია ფოტოსააგეტნო “მაგნუმის” კოლექტივმა. ის მათ 1952 წელს შეხვდა პარიზში და ანრი კარტიე-ბრესონმა მასზე “შეფობა” ითავა. 1953 წელს მარკ რიბო “მაგნუმის” წევრი გახდა. ამავე წელს ჟურნალ “Life”-ში დაიბეჭდა მიის სახელგანთქმული ფოტო “მღებავი ეიფელის კოშკზე”.