ფოტოგრაფიის კლასიკოსი ფილ სტერნი - კვირის პალიტრა

ფოტოგრაფიის კლასიკოსი ფილ სტერნი

13 დეკემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ფოტოგრაფიის ამერიკელი კლასიკოსი ფილ სტერნი. იგი ცნობილია, როგორც ჰოლივუდის ყველაზე გამოჩენილი მსახიობების არაორდინარული სახეების შემქმნელი. მას აგრეთვე უწოდებდნენ გამოჩენილ ადამიანთა “ქრონიკერს”, ჰოლივუდისა და ჯაზის სცენის მემატიანეს. სტერნის მიერ შექმნილი მერილინ მონროსა და ჯეიმს დინის ფოტოგამოსახულებები ფართოდ გახდა ცნობილი და დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ვრცლად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"

1939 წელს მუშაობდა ჟურნალ “პარასკევში”, სადაც მისი სპეციალობა სოციალური საკითხები გახდა. როგორც შტატგარეშე თანამშრომელი აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალებთან “Life” და “Look Magazine”. იმყოფებოდა მრავალი ფილმის გასაღებ მოედანზე, როგორც შტატიანი ფოტოგრაფი. კინობიზნესის ისეთი მაგნატები, როგორებიც იყვნენ სემ გოლდვინი და ჯერ უორნერი, მას აძლევდნენ საშუალებას შეეღწია მათ “წმინდათაწმინდა” საუფლოში.