ფოტოები ისტორიის სკივრიდან - კვირის პალიტრა

ფოტოები ისტორიის სკივრიდან

საუკუნეები გავა და ისტორიას ყველაზე თვალსაჩინოდ ფოტოები შემოინახავენ. ეს კადრები 1940-1960 წლებშია გადაღებული. “კვირის პალიტრის” ფოტოგრაფმა ფრიდონ გეგეშიძემ ექსკლუზიური ფოტოები მოიპოვა, რომლებიც საბჭოთა საქართველოს წარმოგიდგენთ.

ვრცლად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"

ფრიდონ გეგეშიძე: წარმოშობით ტყიბულიდან ვარ და ჩემი ქალაქის ისტორია ყოველთვის მაინტერესებდა. ამ მიზნით ძველ ფოტოებსაც ვეძებდი – საქინფორმი, ეროვნული არქივი თუ ბიბლიოთეკები შემოვიარე, მაგრამ მხოლოდ 10-მდე ფოტო მოვაგროვე. არადა ვიცოდი, რომ ფოტოგრაფებს საინტერესო არქივი უნდა ჰქონოდათ. ბიბლიოთეკაში ფოტოს ავტორები ამოვიწერე და ქუთაისში ფოტოგრაფი მამა-შვილის, დავით და თემურ საბელაშვილების ოჯახსაც ასე მივაგენი. მართალია, მამა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ოჯახიში უნიკალურ ფოტოები ინახება. 400-მდე ფირი ვიპოვე. როცა გავწმნიდე, მივხვდი, უნიკალურ კადრებთან მქონდა საქმე. დახმარება ციფრულ ბიბლიოთეკა ”ივერიელს” ვთხოვე.

დავით საბელაშვილი გაზეთ ,,ტყიბულის’’ რედაქტორი გახდლათ, რომელიც მაშინ მოყვარული ფოტოგრაფი იყო.