როგორც ცხოვრობს არაბთა გაერთიანებული საამიროების ტახტის მემკვიდრე - კვირის პალიტრა

როგორც ცხოვრობს არაბთა გაერთიანებული საამიროების ტახტის მემკვიდრე

ჰამდან ბინ მოჰამად ბინ რაშიდ ალ-მაქთუმი – დუბაის საამიროს ტახტის 32 წლის მემკვიდრეა. შეიხი ჰამდანი ნამდვილი აღმოსავლელი პრინცია: ზღაპრულად ლამაზი, უზარმაზარი ქონების პატრონი და აქვს სამეფო პირებისთვის დამახასიათებელი ისეთი გატაცებები, როგორიცაა ნადირობა შავარდნით, ცხენოსნობა და ”ფორმულა-1”-ის რბოლები. დღეისთვის მისი ქონება 18 მლრდ დოლარს აღემატება.

ვრცლად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"

არაბი შეიხი ჰამდანი დაბადებიდან წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობს. ის არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის , დუბაის საამიროს მმართველის, შეიხ მუჰამად ბინ რაშიდ ალ-მაქთუმის ოჯახში დაიბადა. მას კიდევ 6 ძმა და 9 და ჰყავს. გაერთიანებულ საამიროებში ჰამდანი მეტად პოპულარული პიროვნებაა თავისი მრავალმხრივობითა და თითქოსდა ”ხალხთან სიახლოვის” გამოისობით.

სინამდვილეში ცხოვრების უდიდესი ნაწილი ჰამდანმა არა მშობლიურ საამიროებში, არამედ დიდი ბრიტანეთში გაატარა, სადაც ბრწყინვალე განათლება მიიღო. თავდპირველად სწავლობდა ელიტურ ქვეითთა სამხედრო სასწავლებელში სანდეჰერსტში, რომელსაც შვილებისთვის ხშირად ირჩევენ ინგლისელი არისტოკრატები. შემდეგ შეიხი ლონდონში გადავიდა, სადაც ეკონომიკას სწავლობდა. ნისლიან ალბიონზე გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, ჰამდანს სამშობლოში დაბრუნებამ მოუწია, სადაც სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეები ელოდა.

მამა მას ბავშვობიდან ამზადებდა საამიროების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად. ამიტომ შეიხის ნახვა ხშირად შეიძლება უამრავ ყრილობებსა თუ სამიტებზე, სადაც ის ხალხის მასისგან მკვეთრად გამოირჩევა თავისი ეროვნული სამოსით, რომელსაც მუდამ ატარებენ საამიროების სამეფო ოჯახის წევრები ოფიციალური ღონისძიებების დროს.