ბანკინგი სომალურად
26-02-2015
ბანკინგი სომალურად
2010 წელს აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ჯერ ზიმბაბვეში, ხოლო შემდეგ სომალიში ვალუტა ისე მკვეთრად გაუფასურდა, მოსახლეობა იძულებული იყო ფული ტომრებითა და ურიკებით ეტარებინა. მაშინ ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის საკმაოდ თვალსასეიროდ გამოიყურებოდა. დღევანდელ საქართველოში კი მაშინდელი ერთ-ერთი ილუსტრირებული პოსტის გახსენება შესაძლოა დიდად სასაცილო აღარც იყოს…

 

ვრცლად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"

 

“სომალილენდი ეს სომალის ნაწილია. აუღიარებელი სახელმწიფო, რომელიც რუკებზე არ არსებობს. ისეთივე როგორც ირანის ქურთისტანი, ტომების ტერიტორიები პალისტანში ან აჩეხის პროვინცია ინდონეზიაში.

სომალილენდის ვალუტა შილინგია. ერთი დოლარის
ღირებულება 6500-6600 შილინგია. მაშინ როცა ყველაზე მსხვილი კუპიურა 500-შილინგიანია. 100-შილიანგიანების მთელი დასტა სინამდვილეში დაახლოებით მხოლოდ 8 დოლარია.

100 დოლარის გადახურდავებისას მიიღებთ დაახლოებით 13 დასტა ფულს ანუ მომცრო ტომსიკას, ხოლო 1000 დოლარის გადაცვლის შემთხვევაში – მოზრდილ ტომარას.

საბოლოოდ თავისთავად ისე გამოვიდა, რომ ინფლაციის გამო სომალილენდისთვის საკუთარი
ფული ქვეყნის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა. გაუგებარია, რატომ არ შეიძლება გამოუშვან მათ 1000-შილინგიანი, 5000-შილინგიანი ან მეტი ნომინალის კუპიურები? ეს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვისთვის ერთგვარი ეშმაკობა ხომ არ არის?


გიორგი
03 მარტი 2015 15:25
ჩემო პელე, ეს ჩამოძენძილი კაცი სულაც არ არის ამ მაყუთის მფლობელი. 1 კუპიურაც რომ დაკარგოს აქედან, თირკმლით აგებს პასუხს :)))
petre
02 მარტი 2015 16:38
"ეს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვისთვის ერთგვარი ეშმაკობა ხომ არ არის?". დუდანა, იმედია, ეს კითხვა სერიოზულად არ დაგისვამს.

რა ტურიზმი, რის ტურიზმი?! მეკობრეობის, ყაჩაღობის და შიმშილის ქვეყანაა სომალი, თუ ქვეყანა ქვია საერთოდ. ტურიზმი კი არა, თვით ამერიკელმა სამხედროებმა განიცადეს მანდ ფიასკო. "შავი ქორის ჩამოგდება" (Black Hawk Down,)ალბათ, ნანახი ექნება ბევრს.
pele
02 მარტი 2015 14:25
თუ 100 დოლარი 13 დასტაა, სურათზე რაც არის კი იქნება 10000 დოლარი. ანუ ეს ჩამოძენძილი კაცი კარგი მაყუთის პატრონი ყოფილა.

რედაქტორის რჩევით