ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა – ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე
ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა – ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე
გთავაზობთ ფრაგმენტებს ვლადიმირ პუტინის ყოფილი მეუღლის, ლუდმილა პუტინას მოგონებიდან ო. ბლოცკის წიგნის, ”ვლადიმირ პუტინი: გზა ხელისუფლებისკენ” (მოსკოვი, 2002 წ.), მიხედვით.


სრულად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"

კარგად მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის მშობლებთან… მან იმდროისთვის ყველაზე მოდური სტერეოსისტემა ”როსია” შეიძინა და ამის აღსანიშნავად მე და თავისი მეგობრები შინ მიგვიპატიჟა…


სამზარეულოში შევედი. იქ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის დედა, მარია ივანოვნა დამხვ
და. საუბარი დავიწყეთ. ამასობაში სამზარეულოში ალექსეი (ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის მეგობარი, რომელმაც ისინი ერთმანეთს გააცნო) შემოვიდა და მარია ივანოვნას ჰკითხა, – ლუდა თუ მოგწონთო. კი, როგორ არა, არაუშავს, მაგრამ ვალოდიას უკვე ჰყავდა ერთი ლუდა, კარგი გოგო იყოო და… აღარ გაათავა იმ ლუდას ქება-დიდება. ცრემლები მომაწვა, კინაღამ ტირილი დავიწყე…


ჩვენს ურთიერთობას მართალია არ ახლდა რომანტიკული აღტაცებანი, მაგრამ, სამაგიეროდ, სტაბილური ნამდვილად იყო. ეგაა
– უცნაური კანონზომიერება სდევდა თან: ორი თვე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე, არ ვიცი, რა დაგვემართა – ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვსაყვედურობდით… ჩვენი ურთიერთობა წუთიერი გატაცება არ ყოფილა. პირველად, ჩემს სიცოცხლეში მამაკაცს ნელ-ნელა მივეჩვიე და შემიყვარდა.

…არ მახსოვს, პაემანზე დამეგვიანებინოს, ის კი დათქმულ დროზე არასოდეს მოსულა, საათნახევარიც კი მიცდია. ხომ ვიცოდი მისი ეს ჩვევა, მაგრამ დაგვიანება მაინც არ შემეძლო – იქნებ დღეს დროზე მოვიდეს-მეთქი… ერთხელ მეტროში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. ვდგავარ. ველოდები… გაიარა თხუთმეტმა წუთმა, მიილია ნახევარი საათი, ერთიც… სული ყელში კი მებჯინება, მაგრამ თავს ვიგულიანებ, – არა უშავს, სადაცაა, გამოჩნდება-მეთქი. საათნახევრის შემდეგ კი თვალები ცრემლით მევსება… როგორც იქნა, გამოჩნდა. იმის თავიც აღარ მქონდა, მეკითხა, რატომ აკეთებ ამას-მეთქი. თვითონ კი ამ საქციელს სამსახურს აბრალებდა, სადაც ის ყოველთვის პუნქტუალური იყო. პირად ცხოვრებაში კი გალაღდებოდა ხოლმე. აბა, რა ექნა?.. ვერ დაუკარგავ – როგორიც იყო, ისეთად წარმოადგენდა თავს, თავის მოსაწონებლად არასოდეს არაფერს აკეთებდა ხოლმე. რას ვიზამდი, როგორიც იყო, ისეთად უნდა მიმეღო…


…ასე მგონია, ლენინგრადმა გარკვეული დაღი დაასვა ვლადიმირს. ჩემი ქმარი თავის თავში ჩაკეტილი ადამიანია, ასეთები იყვნენ მისი მშობლებიც.
ერთ წვეულებაზე, ეტყობა, ზედმეტად თავისუფლად ვიქცეოდი: ვცეკვავდი, ვმხიარულობდი, ვიცინოდი. ვლადიმირს ეს არ მოეწონა და ცივად მითხრა, – ჩვენი შემდგომი ურთიერთობა შეუძლებელიაო. შეპასუხება ვერ გავბედე, მით უმეტეს, რომ სიტყვის მნიშვნელობა ნამდვილად მესმის და მაშინვე მივხვდი, უნდა გავცლოდი.


თითქოს საწყენი არაფერი იყო, რადგან პატიოსნად მომექცა, სათქმელიც პირში მითხრა… იქაურობა დავტოვე… არ დავმალავ – ძალიან გამიჭირდა! ორი კვირის შემდეგ ჩემი ბინის კარზე მიმაგრებული პატარა ფურცელი დამხვდა: ”მეგობარო, ეს მე ვარ”… და ტელეფონის ნომერი… მერე, შეხვედრისას მითხრა, – აქეთ ვიყავი და რატომ არ უნდა შემომევლოო… მე კი ვტიროდი, სიყვარულს ვეფიცებოდი, – უშენოდ ვერ ვიცოცხლებ-მეთქი. გავაცილე… მაგრამ ჩვენი ურთიერთობა კვლავ გაურკვეველი დარჩა…


…ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა. ვგრძნობ, ყოველწამს თვალს მადევნებს – რას გადავწყვეტ და როგორ, გავუძლებ თუ არა ამა თუ იმ გამოცდას.

1981 წელს ვლადიმირმა სამთო თხილამურებზე დადგომა შემომთავაზა. არა, შემომთავაზა კი არა, მაიძულა. არც უკითხავს, მიმდოდა ეს, თუ

არა. აშკარა იყო, რომ თხილამურებით სრიალი უნდა დაგვეწყო.
სათხილამურო კოსტიუმები არ იშოვებოდა, მის გარეშე კი საშინელი სანახავები ვიყავით. კოგოლავოში დავდიოდით – ჯერ ტრამვაით უნდა გვევლო, მერე მეტროთი, მერე ელექტრომატარებლით. გზას ორ საათს ვანდომებდით. არც ინსტრუქტორი გვყავდა, თვითონ ვსწავლობდით. ის დადგა თხილამურებზე და წავიდა, ღმერთს მიენდო.

სრულად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"
ზურაბ
11 სექტემბერი 2018 16:02
პეტრე პირველი ბაგრატიონი იყო, ამის შესახებაც ისე აქტიურად უნდა ვსაუბრობდეთ, როგორც კასპელ არსენაზე ვსაუბრობთ.
ninas
17 მარტი 2015 13:11
საქართველო ყოველთვის ქუდბედიანებს "უშვებს".
me
14 მარტი 2015 13:10
ოჯახშიც დესპოტი ყოფილა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები