მერილინ მონროს მეორე მხარე
23-04-2015
მერილინ მონროს მეორე მხარე
მერილინ მონროს ყველა იცნობს, როგორც ჰოლივუდის ქერათმიან ლეგენდას, ეპოქის სექს-სიმბოლოს, მაგრამ ამ გარეგნობის მიღმა მაღალინტელექტუალური, ბუნებრივად მუქთმიანი ქალი იმალებოდა. უბრალოდ, ეკრანული იმიჯი ავალდებულებდა, ყოფილიყო არასერიოზული ქერა გოგონა, ულამაზესი სხეულით.


ვრცლად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"


მერილინი წარმატებული ბიზნეს-ლედი გახლდათ, საკუთარი საპროდიუსერო კომპანია – მერილინ მონრო Productions Inc. შექმნა, კარგად ერკვეოდა პოლიტიკაში, უყვარდა ლიტერატურა და პოეზია.

მერილინი აცნობიერებდა, რომ თაყვანისმცემლები მასში მხოლოდ ქერათმიან, ქარაფშუტა ლამაზმანს ხედავდნენ და შესაძლოა, ამიტომაც ტანჯავდა მწვავე დეპრესია.

ერთხელ
ფრანგ ჟურნალისტ ჟორჟ ბელმონტთან ინტერვიუში გულახდილად განაცხადა: ”მე არ დამიმთავრებია უნივერსიტეტი, თუმცა, თვითგანათლებაზე მუშაობა არასოდეს შემიწყვეტია. გავიარე ისტორიის კურსი და სისტემატურად ვკითხულობდი კლასიკოსების ნაწარმოებებს.”

ზედმიწევნით ქალური და სექსუალური მონრო მოტმასნილ ტანისამოსში ჩვენთვის ცნობილ ფოტოებზე ღვთაებრივად გამოიყურება, თუმცა, რამდენიმე ფოტოგრაფი თუ წვდებოდა მის შინაგან სამყაროს. ერთ-ერთი
მათგანი იყო ევა არნოლდი, რომელმაც მერილინი წიგნის კითხვისას ”გამოიჭირა”.

როდესაც ფოტოგრაფი დაინტერესდა, რა წიგნს კითხულობდა მონრო, აღმოაჩინა, რომ ჯეიმს ჯოისის ”ულისე”, საკმაოდ რთულად აღსაქმელი ტექსტი მსოფლიო ლიტერატურაში, ქალის საყვარელი წიგნი იყო.

სტერეოტიპი, თითქოს ლამაზი, თანაც ქერათმიანი ქალი და წიგნი შეუთავსებელია, მსოფლიოს ლეგენდამ დაამსხვრია.

მერილინის ბიბლიოთეკა 400-მდე წიგნს ითვლიდა, მათ შორის კლასიკოსები, ჯონ მილტონი, გუსტავ ფლობერი, ჰალილ ჯებრანი, ერნესტ ჰემინგუეი, სემუელ ბეკეტი, ჯეკ კერუაკი და სხვ. ამასთან, მის თაროზე სხვა ისტორიულ წიგნებთან ერთად აბრაამ ლინკოლნის ცხოვრების ექვსტომეულიც ”ბინადრობდა”.
mm
05 ივლისი 2015 20:31
მერლინ მონრო სილამაზის, სიკეთის განსახიერება იყო.ბიბლიის კითხვისას სიმშვიდეს პოულობდა. დასანანია რომ სხვა სიმშვიდე და ბედნიერება არ ეღირსა.
vato
12 ივნისი 2015 21:35
აბა მაჩვენეთ- ექვსი თითი აქვსო მარცხენა ფეხზე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
თუ ეს ფოტოები ოპერაციის მერეა გადაღებული?!
გავაზელი
12 მაისი 2015 14:34
ამ ხალხის შურიანობა მაგიჟებს. ერთს "ულისე" "თხა და გიგო" ჰგონია, მეორე მერლინ მონროს სილამაზეს უწუნებს. თქვე დალოცვილებო, გაჩუმდით მაინც რა. მერლინი ულამაზესი იყო და ნამდვილი სექს სიმბოლო. რაც შეეხება "ულისეს", წიგნების ჯითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ სკოლის პერიოდში რომ წავიკითხე, ვერაფერი გავუგე, მართლა რთული ნაწარმოებია.

რედაქტორის რჩევით