ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე… - კვირის პალიტრა

ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე…

ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის სანაპიროზე, უნგრეთის პარლამენტიდან დაახლოებით 300 მეტრში, 60 წყვილი ძველმოდური რკინის ფეხსაცმელებისგან შექმნილი მონუმენტია განლაგებული.

ვრცლად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"

ექსპოზიციის უკან 40 მეტრიანი ქვის სკამი დგას უნგრულ, ინგლისურ და ებრაულ ენებზე წარწერით: ” ფაშისტური პარტია ”ჯვარედინი ისრების” მოხალისეების მიერ დახვრეტილ მსხვერპლთა პატივსაცემად.”

მონუმენტი სახელწოდებით ” ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე” 1944-45 წლებში დახვრეტილი უნგრელი ებრაელების მემორიალია.

1944 წელს უნგრეთში ფერენც სალაშის ხელმძღვანელობით შექმნილმა ფაშისტურმა პარტიამ – ”ჯვარედინი ისრები” სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და სრული ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, რის მერეც გამოვლინდა მწვავე ანტისემიტური პოლიტიკა. პარტიის მოხალისეები ქალაქს ძარცვავდნენ და მასობრივად ხვრეტდნენ ებრაელებს: 50-60 კაციან ჯგუფს აყენებდნენ დუნაის სანაპიროზე, ართმევდნენ ძვირფასეულობას, ხდიდნენ ფეხსაცმელს, ხვრეტდნენ და წყალში ყრიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ფეხსაცმელი ძვირად ფასობდა, მას შავ ბაზარზე ყიდდნენ.