სებასტიო სალგადო: ბრაზილიის სახეები
30-05-2015
სებასტიო სალგადო: ბრაზილიის სახეები
ბრაზილიელი ფოტოგრაფი სებასტიო სალგადო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფოტოჟურნალისტად ითვლება. პროექტებზე მუშაობის ფარგლებში მას მოვლილი აქვს 100-ზე მეტი ქვეყანა, სადაც აშუქებდა სოციალურ, ეკოლოგიურ და მიგრაციულ პრობლემებს, იღებდა სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას.

ვრცლად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"



იმის მიუხედავად, რომ ამდენს მოგზაურობდა, ხოლო საცხოვრებლად სან პაულუდან პარიზში გადავიდა, ფოტოგრაფი არ ივიწყებდა სამშობლოს. ცოლთან ერთად მან ბრაზილიის ერთ-ერთ ტყეში დააფუძნა საზოგადოებრივი ბუნების დამცველი ორგანიზაცია “მიწის ინსტიტუტი”. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სალგადოს დაუგროვდა
თანამამულეების სახეების უზარმაზარი კოლექცია.

ეს ფოტოები წარმოდგენას გვიქმნის ამ ადამიანების ცხოვრებაზე. სხვადასხვა წლების შავ-თეთრ ფოტოებზე გამოსახულია ბავშვები, მუშები, გლეხები, მოხუცები, მთელი ოჯახები. შეიძლება უბრალოდ კამერაში იყურებოდნენ ან რამე პროცესში იყვნენ ჩართულნი, მაგრამ მათი სახის გამომეტყველებას თუ სხეულის მოძრაობას შეუძლია გვაგრძნობინოს, რას განიცდიან ისინი.

 

დათო#
30 მაისი 2015 20:58
ბრწყინვალე ფილმია საკმაოდ ძველი - ქვიშის კარიერის გენერლები. რატომღაც ეგ ფილმი გამახსენა ამ სურათებმა....
მადლობა.

რედაქტორის რჩევით