როგორ ვანახოთ ცოლს, რომ მის გარეშე შვებულება მოსაწყენია - კვირის პალიტრა

როგორ ვანახოთ ცოლს, რომ მის გარეშე შვებულება მოსაწყენია

კავშირგაბმულობის სპეციალისტმა კენტუკიდან, 34 წლის კევინ ბრენტფორდმა პუერტო-რიკოს უფასო საგზური მოიგო. მან მეუღლის წაყვანა ვერ შეძლო, რადგან ამ უკანასკნელს ეშინოდა 7 თვის ჩვილი გოგონას მარტო დატოვების. ცოლს რომ გული არ დასწყვეტოდა, ამერიკელმა გადაწყვიტა, მისთვის ეჩვენებინა, რაოდენ მოსაწყენი იყო ეს მოგზაურობა მისთვის ცოლის გარეშე.

სინამდვილეში ეს ძალიან ძნელი გასაკეთებელია ტროპიკულ კუნძულზე უფასო მოგზაურობისას, თუმცა კევინი ამოცანას გაუმკლავდა, რისთვისაც უსიხარულო ფოტოების სერია გამოაცხო, რომლებზეც ის მოწყენილი და ნაღვლიანია.

რასაკვირველია, კევინს შეეძლო არ აეღო საგზური, თუმცა მას უხერხულად ეჩვენა ასეთ ჯილდოზე უარის თქმა, რადგან მისი თანამშრომლებში უამრავი იყო ისეთი, ვინც მის ადგილზე ყოფნას ისურვებდა.

ფოტოები პუერტო-რიკოს ტურისტული სააგენტოს მხედველობის არეში მოხვდა. მათი ორგანიზებით მაისის დასაწყისში კევინი განმეორებით გაემგზავრა იმავე საგზურით და იმავე მარშრუტით, ოღონდ ამჯერად ცოლ-შვილთან ერთად. შედეგად, კევინმა კვლავ გადაიღო ფოტოები ზუსტად იმავე ადგილებში, იმავე სამოსით, ოღონდ ამჯერად ცოლთან და ბავშვთან ერთად.