როგორ ვანახოთ ცოლს, რომ მის გარეშე შვებულება მოსაწყენია
29-06-2015
როგორ ვანახოთ ცოლს, რომ მის გარეშე შვებულება მოსაწყენია
კავშირგაბმულობის სპეციალისტმა კენტუკიდან, 34 წლის კევინ ბრენტფორდმა პუერტო-რიკოს უფასო საგზური მოიგო. მან მეუღლის წაყვანა ვერ შეძლო, რადგან ამ უკანასკნელს ეშინოდა 7 თვის ჩვილი გოგონას მარტო დატოვების. ცოლს რომ გული არ დასწყვეტოდა, ამერიკელმა გადაწყვიტა, მისთვის ეჩვენებინა, რაოდენ მოსაწყენი იყო ეს მოგზაურობა მისთვის ცოლის გარეშე.

სინამდვილეში ეს ძალიან ძნელი გასაკეთებელია ტროპიკულ კუნძულზე უფასო მოგზაურობისას, თუმცა კევინი ამოცანას გაუმკლავდა, რისთვისაც უსიხარულო ფოტოების სერია გამოაცხო, რომლებზეც ის მოწყენილი და ნაღვლიანია.

რასაკვირველია, კევინს შეეძლო არ
აეღო საგზური, თუმცა მას უხერხულად ეჩვენა ასეთ ჯილდოზე უარის თქმა, რადგან მისი თანამშრომლებში უამრავი იყო ისეთი, ვინც მის ადგილზე ყოფნას ისურვებდა.


























































ფოტოები პუერტო-რიკოს ტურისტული სააგენტოს მხედველობის არეში მოხვდა. მათი ორგანიზებით მაისის დასაწყისში კევინი განმეორებით გაემგზავრა იმავე საგზურით და იმავე მარშრუტით, ოღონდ ამჯერად ცოლ-შვილთან ერთად. შედეგად,
კევინმა კვლავ გადაიღო ფოტოები ზუსტად იმავე ადგილებში, იმავე სამოსით, ოღონდ ამჯერად ცოლთან და ბავშვთან ერთად.

მანანა ქართველიშვილი
03 აგვისტო 2015 23:44
კბიჯების გავლაევინი ჭკვიანი და მისაბაძი მამაკაცია, მან ცოლს თავისი ქცევით დიდი სიყვარული დაუმტკიცა. ან რატომაც არ უნდა უყვარდეს თავისი მეუღლე, მან ხომ ასეთი ანგელოზი, პატარა ღვთაება აჩუქა. ცხოვრებას სხვა პეწი,სხვა ყოველდღიური სიურპრიზები შეემატა.პატარის პირველი გაღიმება, პირველი აგუ, პირველი დედისა და მამის დაძახება. პირველი,პირველი, რომელსაც დასასრული არა აქვს. პირველი ნაბიჯების გავლა, და საერთოდ ყოველდგიური ახალ ახალი სიხარულები.ისინი ხომ დანუყოფელნი არიან და ამიტომაც იგრძნო თავი მოწყენილად.
სად მარტო და სად მეუღლესა და პაწაწინა ანგელოზის გვერდით.

რედაქტორის რჩევით