რჩევები მოგზაურობის გასაიოლებლად - კვირის პალიტრა

რჩევები მოგზაურობის გასაიოლებლად

რამდენიმე წვრილმანი ლაიფჰაკი

დასამუხტი მოწყობილობები და სხვა მავთულები ატარეთ სათვალის ფუტლარში

.

.

ქაღალდის მომჭერი დაგეხმარებათ დაიცვათ პირის საპარსის ბასრი პირი

.

.

თუ დასამუხტი დაგრჩათ, მოწყობილობის დატენვა შეგიძლიათ ტელევიზორის USB შესაერთებლით

.

.

ტანსაცმელი, დაკეცვის ნაცვლად, გრაგნილივით დაახვიეთ – ეს მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ ბარგის მოცულობას

.

.

აბების კონტეინერი საუკეთესო ”ზარდახშაა” სამკაულისთვის

.

.

მოგზაურობის დაწყების წინ დაასკანერეთ ყველა მნიშვნელოვანი საბუთი. მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში, სმარტფონში ან პლანშეტში თქვენ დაგრჩებათ პასპორტის ასლები, პირადობის მოწმობის ასლები, ინფორმაციები რეისის შესახებ

.

.

დააჩქარეთ ბარგის გასინჯვის პროცედურა აეროპორტში: ამისთვის წვრილი ნივთები – საფულე, გასაღები, ტელეფონები ჩადეთ სამგზავრო ჩანთაში და მათი ამოლაგება ცალ-ცალკე აღარ მოგიწევთ, რაც დროს დაგიზოგავთ

.

.

საშხაპე ქუდი – ფეხსაცმლის ფუტლარად

.

.

გადაიყვანეთ სმარტფონი აერორეჟიმში, რაც დაგიზოგავთ მუხტს

.

.

ყურსასმენების მავთულები რომ არ გადაიხლართოს, დაახვიეთ ისინი ქაღალდის მომჭერზე

.

.

სარჭი და თმის სამაგრების შენახვა მოსახერხებელია “ტიკ-ტაკის” კოლოფში

.

.

პერანგის საყელო არ დაიჭმუჭნება, თუ შიგნით დახვეულ ქამარს ჩავდებთ

.

.

თვითმფრინავის სალონში ადგილი შეარჩიეთ ფრთის მახლობლად – ფრენისას ამ ადგილზე ტურბულენტობა ყველაზე ნაკლებად იგრძნობა

.

.

პიჯაკი სარჩულით გარეთ დაკეცეთ, რომ არ დაიჭმუჭნოს და არ დაისვაროს

.

.

ბარგში რომ სითხე არ ჩაიქცეს – ბოთლებსა თუ ტუბებს მოხსენით ხრახნიანი სახურავები, ხვრელები დაფარეთ ცელოფანით და სახურავები კვლავ მოუჭირეთ

.

სხვადასხვა დაწესებულებათა Wi-Fi-ს პაროლები შესაძლებელია FourSquare-ის კომენტარებში იპოვოთ

.

.

თუ დაგრჩათ მობილურის დამტენი, ხშირად სასტუმროს ადმინისტრაციაში შეგიძლიათ იპოვოთ დამტენები, რომლებიც წინა სტუმრებს დარჩათ

.

.

გამოტოვეთ რიგი ბარგის გაცემაზე – ამისთვის თქვენს ბარგზე მარკირება “მყიფე საგნები” (მიუხედავად იმისა, ისინი ბარგში არის თუ არა) აიძულებს პერსონალს თქვენს ბარგს ფრთხილად მოეპყრას. ასეთი ბარგი ხშირად სხვა ბარგის თავზე ხვდება და ბუნებრივია, გაცემის ლენტზე პირველი გამოდის

.

.

დაზოგეთ დრო ბარგის შესაკრავად – დაკიდებულ “ნივთების ორგანაიზერს”, რომელშიც ყველაფერი წინასწარაა დალაგებული, როდესაც გეჩქარებათ, ჩემოდნის ჩალაგების დროის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია

.

.

ეკონომიის მიზნით, აეროპორტებში ვალუტის გაცვლის პუნქტების ნაცვლად გამოიყენეთ ბანკომატები. მათი უმრავლესობა უკეთესს კურსს გთავაზობთ

.

.

თუ მოგზაურობთ საკუთარი დამაგრძელებლით, აეროპორტში თქვენ გმირი და მხსნელი გახდებით

.

.

თავის საამებლად, მოგზაურობის ყოველ დღეს ღია ბარათები გაუგზავნეთ საკუთავ თავს. რამხელა სიამოვნებაა, სახლში დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთხელ განიცადოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

.

.

უცხო ქვეყანაში ყოფნის ბოლო დღეს დარჩენილი ხურდა შეაგროვეთ და უსახლკაროებს მიეცით

დუდანას ბლოგი

.