რადიოაქტიური ადამიანი
25-07-2015
რადიოაქტიური ადამიანი
იაპონიაში, ფუკუსიმას კატასტროფის დროს ადამიანთა ენით აუწერელი ტანჯვა და მიყენებული მატერიალური ზარალი კარგადაა აღნუსხული. მაგრამ არიან სხვა მცხოვრებნიც, ვინც ძალიან დაზარალდა ავარიის შედეგად და რომელთა შესახებაც ძალიან ცოტას წერენ – ეს ე.წ. რადიოაქტიური გაუცხოების ზონაში მიტოვებული ცხოველებია.

თუმცა, ერთ ადამიანს არ დავიწყებია ოთხფეხა მეგობრები – 55 წლის ყოფილი მშენებელი, ნაოტო მაცუმურა რადიოაქტიურ ზონაში ცხოვრობს და გადარჩენილ ცხოველებზე ზრუნავს.

.

მაცუმურა ცნობილია, როგორც “ფუკუსიმას ცხოველების მცველი: ის მათ უვლის და კვებავს

ყველა ცხოველს, რომლებიც სიჩქარეში მიატოვეს ადამიანებმა ევაკუაციის დროს. მას მშვენივრად ესმის, თუ მის ჯანმრთელობას როგორ ვნებს რადიოაქტიური გამოსხივება, მაგრამ უარს ამბობს, “ამას ყურადღება მიაქციოს”.


ნაოტო მაცუმურა – ერთადერთი ადამიანი, რომელიც საკმარისად გულადია,
რათა იცხოვროს გაუცხოების ზონაში.


ის ფუკუსიმას სხვა მცხოვრებთა მსგავსად იყო ევაკუირებული, მაგრამ დაბრუნდა, რათა მიტოვებული ცხოველებისთვის მოევლო

ის საკუთარი შინაური ცხოველებისთვის დაბრუნდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ დანარჩენი ცხოველებიც საჭიროებდნენ მის ზრუნვას

“მითხრეს, რომ კიდევ 30-40 წლის მანძილზე მე ავად არ გავხდები. ალბათ ამ დროისთვის ისედაც მოვკვდები, ამიტომ ეს ყველაფერი ნაკლებად მადარდებს”


დაბრუნებულმა ნაოტომ აღმოაჩინა, რომ ათასობით ძროხა დაიღუპა იმის გამო, რომ ბოსელში იყო ჩაკეტილი


მან ასევე გაათავისუფლა ჯაჭვით დაბმული ბევრი შინაური ცხოველი


ცხოველების უმრავლესობის სიცოცხლე ამჟამად ნაოტოზეა დამოკიდებული

სახელმწიფომ აუკრძალა ამ ტერიტორიაზე ცხოვრება, მაგრამ ეს მას ვერ აკავებს


ის უკან 2011 წელს დაბრუნდა და დღესაც დარწმუნებულია თავისი მისიის სისწორეში


ის მხოლოდ მისიის მომხრეთა შემოწირულობების იმედადაა


და კიდევ ბატონ ნაოტოს კარგი იუმორის გრძნობა აქვს


ისეთები, როგორიც ნაოტო მიცუმურაა, გვაიძულებენ ვიწამოთ, – ჩვენგან, ადამიანებისგან “კიდევ გამოდნება რამე”




ბატონ ნაოტოს აქვს საკუთარი ბლოგი ganbarufukushima.blog.fc2.com
.
.

.
.


დუდანას ბლოგი
galski
30 ივლისი 2015 15:45
მაგარი კაცია. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს.
მერაბი
29 ივლისი 2015 20:33
ასეთ ადამიანს არანაირი რადიაცია არ მოერევა ამის მაგალითი ჩერნობილია.
გელა
29 ივლისი 2015 18:15
ძნელია იაპონელთა კიდევ რაიმე გამორჩეულობით ხალხის გაკვირვება!

ამ კაცმა ეს შეძლო!!!

თან ნებისმიერ ადმიანს უჩვენა, რომ მასაც შეუძლია ასეთი სიკეთის ქმნა!


რედაქტორის რჩევით