სარდინია – ბედნიერების კუნძული
25-07-2015
სარდინია – ბედნიერების კუნძული
სარდინიამ დიდი ხანია შეიძინა ისეთი ადგილის სახელი, სადაც იხარჯება დიდი ფული, გზებზე კი ხანდახან “ფერარისა” და “მაზერატის” საცობებია. აქ არის ხმელთაშუა ზღვაზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კურორტი პორტო ჩერვო, ხოლო აქაური უძრავი ქონების მფლობელთა სია რეგულარულად ქვეყნდება “ფორბსში”.მაგრამ ეს არაა ყველაფერი სარდინიის შესახებ. ძვირფასი კურორტები კუნძულს, რასაკვირველია, სჭირდება, მაგრამ სამოთხეში ადგილი მაინც ყველასთვის მოიძებნება – მათთვისაც, ვისაც ფეხით ან ველოსიპედით მოგზაურობა უყვარს და ღამეს ათევს პატარა სასტუმროებში, კემპინგებში ან სულაც
პლაჟზე.

სარდინია ერთ-ერთია ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილის სამი დიდი კუნძულიდან. სარდინიაზე, ისევე როგორც ყველა მათგანზე ჩამოყალიბდა საკუთარი განუმეორებელი კულტურა, ენა და ტრადიციები.

იქ ჩასვლა წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ზამთრობით ესტუმრებით მთის სოფლებს, ზღვაზე კი შტორმის სურათებს გადაიღებთ, ზაფხულში იცურავებთ და პლაჟზე გაირუჯებით.

ზოგი ჭირი

მარგებელიაო – რომ არა მალარიის გამუდმებული ეპიდემია, რითაც სარდინიის მცხოვრებლები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ გაწამებულნი, ხმელთაშუა ზღვის ეს კუნძული, საეჭვოა, გამხდარიყო ასე მაგნიტივით მიმზიდველი მდიდარი და გამოჩენილი ხალხისთვის.




მდიდრული კურორტების ადგილზე ახლაც იდგებოდა მებადურთა ქოხები, ხოლო თვალისმომჭრელი სილამაზის ყურეებში სუპერთანამედროვე იახტების ნაცვლად, ტალღებზე იქანავებდა პაწაწინა ნავები. მინდვრებზე კი ცხვრებს სიმშვიდეს არ დაურღვევდა სპორტული ავტომობილების ძრავების ღმუილი.


მაგრამ, გასული საუკუნის შუა ხანებში სარდინიისთვის გარდამტეხი მომენტი დადგა – მალარიასთან საბრძოლველად ამერიკელი ექიმების გუნდი ჩამოვიდა. ეპიდემია დაამარცხეს, “პრიზის” სახით კი კუნძულმა მსოფლიოს პოპულარობა შეიძინა.

ერთ-ერთმა მოვლინებულმა ამერიკელმა ექიმმა, რომელსაც არ შეეძლო არ შეენიშნა აქაურობის გამორჩეული ბუნებრივი სილამაზე, ამის შესახებ ამერიკაში დაბრუნებისას უამბო თავის მეგობარს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან აღა ხანს. ეს უკანასკნელი კი გახლდათ ძველი სპარსული დინასტიის მემკვიდრე, მილიონერი-პლეიბოი, ჰედონისტი და ავანტიუსტი კარგი გაგებით, რომელმაც გადაწყვიტა კუნძული-საოცრება თავისი თვალით ენახა.


აღა ხანი სარდინიას ეწვია და კუნძული შეუყვარდა. მას მაშინვე დაებადა იდეა, სარდინია იტალიურ სან-ტროპედ ექცია. სახსრებთან დაკავშირებით მას პრობლემა არ ჰქონია და მუშაობაც გაჩაღდა. რეკორდულად მოკლე დროში იტალიის მივარდნილი ადგილი ფუფუნების ოაზისად იქცა და ფრანგულ “ლაჟვარდოვან სანაპიროს” სერიოზული კონკურენტიც გამოუჩნდა – ზურმუხტოვანი სანაპირო , ანუ იტალიურად კოსტა სმერალდა.


ამ სანაპიროს ყოველწლიურად ათიათასობით ტურისტი სტუმრობს, თუმცა სარდინიაზე, რასაკვირველია, სხვა სანახავიც ძალიან ბევრია.


ამბობენ, ვინც ერთხელ მაინც იყო სარდინიაზე, ის უცილებლად დაბრუნდება კიდევ, კიდევ და კიდევ… ჩანს, ამის მიზეზია, რომ შოუ ბიზნესის ვარსკვლავები, ევროპული არისტოკრატია, ოლიგარქები თუ “დოლჩე ვიტას” სხვა მოყვარულები არ ღალატობენ ჩვევას – დაისვენონ კუნძულ სარდინიაზე.







Mogzauri
27 ივლისი 2015 08:47
Sardinias yavs adgilobrivi mosaxleoba romelsac aqvs sakutari ena da istoria. Sakutar tavs edzaxian Sardi-s, da sakutar enas - Sardu.
Isini Italielebi ar arian da ra tqma unda damoukidebloba undat, tumca tavs "Namdvil Italielebsac" uwodeben. Dzalian sayvareli xalxia, Kaxelebs gvanan saswaulad yvelapershi, garegnoba tu tradiciebi.
bidzina ivanishvili
27 ივლისი 2015 05:00
ჩემი მშობლიური რუსული ყირიმი მირჩევნია ამას))))
versace
26 ივლისი 2015 20:07
საოცარი,ენით უთქმელი სილამაზე,ეს უნდა ნახო შენი თვალებით,სხვანაირად ვერ აგიქვამ.ზურმუხტოვანი სანაპირო,იგივე კოსტა სმერალდას საოცარი ადგილები,პორტო ჩერვო,პორტო როტონდო,ლიშა დი ვაკა,კანიჯჯონე,არცაგენა ბაია დი სარდინია,ქალაქი ოლბია,სან-პანტალეო ,პატარა პაეზეა...მე პირადად მაქვს მოვლილი.

რედაქტორის რჩევით