ადრიანო ჩელენტანო – მილიონერი ღარიბთა უბნიდან
08-08-2015
ადრიანო ჩელენტანო – მილიონერი ღარიბთა უბნიდან
ამჟამად ამ ადამიანის სახელი მხოლოდ მსგავსი ეპითეტებით მოიხსენიება – ლეგენდარული, შესანიშნავი, დიდებული… თუმცა მუდამ ასე არ ყოფილა… მომავალი მილიონერი ადრიანო ჩელენტანო ოდესღაც მილანის ღარიბის კვარტალების უცნობი ბინადარი იყო…





მესაათე მილანიდან

ადრიანო ჩელენტანო ქვეყანას 1938 წლის 6 იანვარს მილანში მოევლინა, ბედის საძიებლად სოფლიდან ქალაქად გადასახლებული გლეხის მრავალშვილიან ოჯახში. ადრიანოს ბავშვობამ მუშათა ღარიბ და ჭუჭყიან კვარტალებში გაიარა, უცნაური სახელწოდების ქუჩაზე გლუკი.

საერთოდ, იტალიელები ძალიან მუსიკალური ხალხია და ჩელენტანოების ოჯახიც გიტარასა და მანდოლინაზე

შესრულებული სიმღერებისადმი სიყვარულით გამოირჩეოდა. თუმცა, მომავალი ვარსკვლავი გამონაკლისი იყო და მუსიკისადმი დიდ ინტერესს არ იჩენდა, მთელ თავისუფალ დროს ბიძამისის საათების სახელოსნოში ატარებდა.
პატარა ადრიანო გატაცებით ადევნებდა თვალს ბიძის მუშაობას, ეხმარებოდა და ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც თვითონას შეძლებდა თავადაც ასე მარჯვედ და საქმის ცოდნით დიდ თუ პატარა საათების რთული მექანიზმების შეკეთებას…

ოცნება მას 12 წლის ასაკში აუხდა – საათების სახელოსნოს შეგირდი გახდა. მესაათები გამუდმებით აქებდნენ მარჯვე და ჭკვიან მოწაფეს, თუმცა მალე ადრიანოს კიდევ სხვა ნიჭიც აღმოაჩნდა. გაირკვა, რომ ბიჭს შესანიშნავი სამსახიობო მონაცემები აქვს და მშვენივრად ახერხებს სიმღერასა და ცნობილი მომღერლების პაროდირებას.

ადრიანომ მოყვარულთა სპექტაკლებსა და სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში დაიწყო მონაწილეობა. ამასთან, ის ხანდახან საკუთარ სიმღერებს ასრულებდა, მაგრამ მას ესმოდა, რომ მისი სიმღერები ჯერ უმწიფარი იყო და უპირატესობას, სხვების, მაგალითად, ელვის პრესლის შლაგერების შესრულებას ანიჭებდა.

ამასთან, ადრიანო მაინც აგრძელებდა საკუთარი სიმღერების შექმნას და მალე ყველაფერი გამოუვიდა კიდეც – მისი მელოდიები და ლექსები ყოველ წელს სულ უფრო უკეთესი ხდებოდა. როცა 16-ის შესრულდა, იტალიაში როკ-ნ-როლის შემსრულებელთა პირველ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის სიმღერებს მღეროდა და ადვილად გაიმარჯვა. მაყურებელი კი მოაჯადოვა არა მარტო თავისი ვოკალური ნიჭით, არამედ გასაოცარი პლასტიკით, რის გამოც მეტსახელი მოლეჯატო ანუ “მთლიანად ზამბარებზე” უწოდეს.

მომდევნო წელს ადრიანომ საესტრადო მუსიკის კონკურსზე გაიმარჯვა და ასეთი ხმაურიანი წარმატებების შემდეგ, 17 წლის ჭაბუკი მთელ ქვეყანაში გახდა ცნობილი. გამოდიოდა სხვადასხვა კლუბებში თუ საკონცერტო მოედნებზე, წერდა ფირფიტებს, რომლებიც მომენტალურად ვრცელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მაგრამ ჩელენტანოსთვის უსიამოვნო იყო და არ მოსწონდა, რომ დამოკიდებული იყო გრამფირფიტების ჩამწერ ფირმებზე, რომლებსაც მოგების დიდი წილი მიჰქონდათ. ამიტომ 1961 წელს მომღერალმა საკუთარი გრამჩამწერი ფირმა “ჩელენტანოს კლანი” შექმნა, რომელიც დღემდე წარმატებით საქმიანობს. მის სტრუქტურაში ამჟამად შედის გამომცემლობა, ვიდეოსტუდია, საკონცერტო სააგენტო. საინტერესოა, რომ “ჩელენტანოს კლანში” მისი მრავალი მეგობარი და ნათესავი მუშაობს, რომელთა დასაქმებაც მომღერალმა გადაწყვიტა.

ადრიანო და კლაუდია


შემოქმედებისა და მუსიკალური ბიზნესის პარალელურად, ჩელენტანომ კინოში გადაღებაც დაიწყო. პირველი მცირე როლები მან ჯერ კიდევ 50-იანი წლების ბოლოს ითამაშა, სადაც ძირითადად საკუთარი თავის, – ანუ ახალგაზრდა როკ-მომღერლის – განსახიერება უწევდა (მაგალითად, ფედერიკო ფელინის სახელგანთქმულ “ტკბილ ცხოვრებაში”).

60-იანი წლების დასაწყისისთვის მან უკვე მოიპოვა იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობის სახელი. და სწორედ გადასაღებ მოედანზე შეხვდა კიდეც თავის მომავალ მეუღლეს. 1963 წელს ადრიანოს იღებდნენ ფილმში “უცნაური ტიპი”, სადაც მისი პარტნიორი მსახიობი კლაუდია მორი გახლდათ.


მათი ბობოქარი რომანი 1964 წელს ქორწინებით დასრულდა . აღსანიშნავია, რომ მათი ქორწინება დღესაც ურყევია. წყვილს სამი შვილი ჰყავს – ვაჟი ჯაკომო და ქალიშვილები როზიტა და როზალინდა (სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა მელ გიბსონის ფილმში “ქრისტეს ვნებანი” სატანის როლი შეასრულა).





ადრიანომ, რომელიც განებივრებული უნდა იყოს უამრავი თაყვანისცემელი ქალის ყურადღებით, ინტერვიუში თავისი ცოლის შესახებ განაცხადა: “მე ის თავდავიწყებამდე მიყვარს. მე მასში გამუდმებით შეყვარებული ვარ, თუმცა ხანდახან მეჩვენება, რომ მას არ ვუყვარვარ საკმარისად ძლიერად და ეს აზრი ძლიერ ტანჯვას მაყენებს”…


ჰიტი ჰიტზე

დავუბრუნდეთ 60-იან წლებს. 1966 წელს ჩელენტანო სან-რემოს ფესტივალზე გამოვიდა, სადაც შესარულა ავტობიოგრაფიული სიმღერა “ბიჭი გლუკის ქუჩიდან”, რომელშიც ჰყვებოდა მილანელი უბრალო ჭაბუკის ბედის შესახებ და ამასთან მწვავე სოციალურ პრობლემებსაც აკრიტიკებდა.

ამ სიმღერამ სრულიად აუდიტორია აბსოლუტურად დაიპყრო – იყო “გაგიჟებული” ხალხის წარმოუდგენელი აპლოდისმენტები, რამდენიმე თვე სიმღერას ჰიტ პარადებში უცვლელად ეკავა პირველი ადგილი და არა მარტო იტალიაში – 22 ენაზე თარგმნეს. მოგვიანებით კი იტალიის სასკოლო სახელმძღვანელოებშიც კი შეიტანეს, როგორც ჰუმანური და მწვავე სოციალური პოეზიის ნიმუში.


.

სან რემოს შემდეგ, ადრიანოს ისედაც დიდი პოპულარობა საერთოდ განუზომელი გახდა და დღემდე ასეთია. პრაქტიკულად მომღერლის ყოველი სიმღერა მომენტალურად ჰიტი ხდებოდა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისინი დრემდე უყვარს მსმენელს. ზოგიერთი მისი შლაგერი კი ათასწლეულის საუკეთესო სიმღერებადაა მიჩნეული.

თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში ადრიანო ჩელენტანოს 30 ალბომზე მეტი აქვს გამოშვებული, რომლებიც მილიონობით ტირაჟით გაიყიდა.

თუმცა მის სიმღერებზე არანაკლებად ადამიანებს მოსწონთ ფილმები ადრიანო ჩელენტანოს მონაწილეობით. ის დაახლოებით 50-მდე ფილმშია გადაღებული და ყოველი მათგანი მაყურებლების უდიდესი სიყვარულით სარგებლობს.


გასაკვირი არაა, რომ იტალიის აბსოლუტური რეკორდი შემოსავლის მხრივ ეკუთვნის ფილმს “ჭირვეულის მორჯულება” – 19 მილიარდი ლირა! გამოჩენილი რეჟისორი პიეტრო ჯერმი ჩელენტანოს შესახებ ამბობს: “მის მიერ შექმნილი ეკრანული სახე, ენათესავება ე.წ ხალხურ პერსონაჟს – ის უბრალოა და მოეშმაკო, ერთდროულად გულუბრყვილოც და ბრძენიც”. და მისმა ასეთმა პერსონაჟმა გამოხმაურება ჰპოვა მთელი პლანეტის მაყურებელთა გულებში.




საპატიო დონორი

80-იანი წლების ბოლოს ჩელენტანო სერიოზულად ჩაფიქრდა თავისი შემოქმსედებითი ჰორიზონტის გაფართოებაზე. გადაცემა “ფანტასტიკოს” წამყვანი გახდა, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა იტალიურ ტელესივრცეში.

ქვეყნის ყველა სახელგანთქმულ მომღერალთან და მსახიობთან სტუდიაში მოდიოდნენ პოპულარული ადამიანები, ხოლო მაყურებლები აღტაცებულნი იყვნენ წამყვანის მომხიბვლელობითა და უნარით – ნიჭიერად ეხუმრა თავისი სტუმრებზე და გამოეწვია ისინი გულახდილ საუბრებზე.

კინოში მას რამდენიმე წელი არაფერი გადაუღია – ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ ვერ შეხვდა სათანადო სცენარი. ადრიანოს არ სურს, რომ მაყურებლებმა იხილოს მორიგ, არადასამახსოვრებელ ფილმებში: “ჯობს ადამიანები აღტაცებული იყვნენ ჩემი ძველი როლებით, ვიდრე აღშფოთება გამოთქვან, თუ რატომ დავთანხმდი ასეთ კოშმარში მონაწილეობას” – ამბობს ის.

სიმღერებს კი ადრიანო დღემდე წერს. მის შემოქმედებაში ყოფილა შესვენებები, მაგრამ ახალი ალბომები ყოველთვის იბადებოდა და სწრაფად ეფინებოდა ქვეყანასა და მსოფლიოს. ჩელენტანო ამბობს: “ყოფილა, მელოდია თავში მომდის როცა სადილს ვამზადებ – ამ დროს ყველაფერს ვტოვებ, ვიღებ გიტარას და პირდაპირ სამზარეულოში ვიწყებ დაკვრას”

საინტერესოა, რომ ჩელენტანოს კიდევ ერთი უსაყვარლესი საქმიანობა, რომელსაც კინაღამ მიუძღვნა კიდეც თავისი ცხოვრება – საათების შეკეთებაა. ის ურემონტებს საათებს თავის ნაცნობ-მეგორებს და განმარტავს, რომ ეს მისთვის ნამდვილი სულიერი დასვენებაა.
და არის კიდევ ერთი, მისთვის მნიშნველოვანი საქმე – სახელგანთქმული მომღერალი, მსახიობი და მილიონერი იტალიის საპატიო დონორია – ის რეგულარულად აბარებს სისხლს…


ადრიანო ჩელენტანო იტალიელებს მოუწოდებს, მის მაგალითს მიბაძონ: “როცა ადამიანები მიხსნიან მიზეზებს, რატომ არ არიან დონორები – ეს ხომ მტკივნეულია… სისხლის მეშინია… როცა ნემსი სხეულში შედის, ეს არღვევს ბიოველს და ა.შ. მე მხოლოდ კითხვას ვსვამ – შენ შეგიძლია ეს გაიმეორო იმ მომაკვდავის თვალწინ, რომელსაც შენი ჯგუფის სისხლი სჭირდება?”

თავისი უდიდესი პოპულარობის, ქონებისა და სახელის მიუხედავად ადრიანო დარჩა ადამიანად, რომელსაც სხვა ადამიანის ტკივილის გაგება შეუძლია.

aki
24 სექტემბერი 2015 17:51
ჩელენტანო ხალხისთვის სიამოვნებისა და სიკეთის კეთებისთვისაა მოვლენილი.
TAMARI
17 სექტემბერი 2015 18:08
მიყვარს
მიყვარს
მიყვარს
ეს მსახიობი და მისი პილმები მის პილმებს.
გადაცემა ილუზიონში უშვებდნენ ხოლმე . დზალიან მიყვარდა და სიცილიტაც ვიგუდებოდიტ მტელი ოჯახი. ბავშვებსაც შეუდლიატ ყურება არაა ეროტიკული მაგრაამ მტელი ცხოვრება გაგამხიარულებტ. კარგი იქნება გოგაგგგგ რომ დადოს ტავის არქივში და ხალხს ისევ ჰქონდეს შესადლებლობა მატი ნახვის.
-------
17 სექტემბერი 2015 10:37
მიყვარს

რედაქტორის რჩევით