ნაკლოვანების კრეატიული შტრიხი
10-08-2015
ნაკლოვანების კრეატიული შტრიხი
სენტ-ეტიენში მცხოვრებ მხატვარ OaKoAk-ს თავისი ქალაქი ძალიან უყვარს და ყველაფერს აკეთებს მისი ნაკლი ღირსებად რომ აქციოს. ამისთვის ის ქალაქის ქუჩებში უღიმღამო ელემენტებს პოულობს და ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნის.





 


საზღვრების გადაწევა

“მე მიყვარს ჩემი ქალაქი, მისი ატმოსფერო და ამიტომ მსურს, უკეთ გამოიყურებოდეს. ადრე ეს საწარმოო დასახლება გახლდათ მრავალი ნახშირის შახტით, ახლა კი რენოვაციის პროცესშია და თავის არსს იცვლის. მართალია, ჯერ ჩვენ არ ვართ მდიდრები, მაგრამ მაინც ვიმსახურებთ ცხოვრებას ლამაზ გარემოში. სწორედ მისი

შექმნით ვარ დაკავებული”, – ამბობს მხატვარი-გრაფიტისტი.


ნათება

მისი მაგალითი ამტკიცებს, რომ საკმარისია საქმეში ფანტაზიის ჩართვა და კედელზე ჩამოქერცლილი საღებავი შეიძლება იქცეს კვამლად, რომელიც იქვე მიხატული ფაბრიკიდან ამოდის, ჩამოცვენილი ბათქაში – ბურთით მოთამაშე სელაპის სხეულად, ხოლო ცხაურის მომსხვრეული ელემენტი – გამონგრეულ ხვრელად, რომლის საშუალებითაც მხატვრის მიერ გამოსახული

ადამიანი გამოგონილი ციხიდან გარბის.
.

ბარი მოსთან


ჩაკ ნორისს ეჯავრება ავტობუსის ლოდინი


პატარა დრაკონი


საჰაერო ბურთი


თავისუფლებაზე!


საბედისწერო დარტყმა


საუკეთესო მეგობრები
.
.

ზებრის ცხოვრება


კინგ-კონგი


ალუბალი


თავისუფლება აქ არის


ბენდერი


გაქცევა


შემთხვევითი მკვლელობა


გამჭოლად


არისტოკრატის თამაში


უდაბნო


Аngry birds


ცირკის მარჯვე მსახიობი


ორშაბათი


გმირი დასახმარებლად ჩქარობს


ჰალკი


არ ცხელა!


ავტოსაგზაო შემთხვევა


მთებში


თავისუფლება


ცოდნა


უფსკრულის პირას


მარიო


გამნაღმველი


პიზის კოშკი


გაზაფხული


რედაქტორის რჩევით