მუშაობით გათანგულები
05-09-2015
მუშაობით გათანგულები
შრომისმოყვარე იაპონელები ფეხზე ვეღარ დგანან და პირდაპირ ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იძინებენ. წარმოგიდგენთ ბრიტანელი ფოტოგრაფის ედრიან სთორის ტოკიოს ქუჩებში გადაღებულ ფოტოსერიას.

ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მეტროში, პარკის სკამებზე და ქუჩაში მძინარე ადამიანები ლოთები, ნარკომანები ან ბომჟები ჰგონიათ, თუმცა მათ სუფთა სამოსი აცვიათ, ხელში დოკუმენტებით სავსე ჩანთები უჭირავთ. ესენი მუშაობით გათანგული იაპონელები არიან, რომლებსაც სამსახურის მერე სახლამდე მისაღწევად ძალა არ ჰყოფნით.



იაპონიის დედაქალაქში მცხოვრებმა ედრიან სთორიმ არაერთგზის იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ტოკიოში მან აღმოაჩინა, რომ საღამოობით ქალაქი ძილის სამეფოს ემსგავსება. ამიტომაც, ხშირად გამოდის ქუჩებში და მორიგ ფოტონადირობას აწყობს. მეტროში, კიბეებზე, ხის ძირას, ან თუნდაც შუა ქუჩაში მძინარე ხალხი – ტოკიოს ბიზნესცენტრის ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა.


იაპონიის სახელფასო ზღვარი მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მიუხედავად იმისა,რომ მოსახლეობას
2007-2013 წლებში შემოსავლები შეუმცირდა, სახელმწიფომ მოახერხა სახელფასო მაჩვენებლის მხრივ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის პოზიციის შენარჩუნება. ვარაუდობენ, რომ 2015 წელს იაპონიაში საშუალო ხელფასი წინა წლების მაჩვენებელს გაუსწრებს.

 




.
.






შორენა
23 სექტემბერი 2015 03:30
რა საყვარლად სძინავთ შორენა
levani
18 სექტემბერი 2015 12:29
აბა ერთI საათით მაინც წარმოიდგინეთ თავი ქვეყანაშI, სადაც არავინ იფურთხება აქლემებივით, ნაგავს არ ყრის ქუჩებში და ამიტომ ზოგიერთების ბინებზე უფრო სუფთა ქუჩებია ტოკიოში. ისეთI სუფთა რომ თეთრი პერანგით რომ გეძინოს მთელი ღამე ასფალტზე, დილით მტვერის ერთი ნაწილაკიც არ იქნება ზედ, როცა ადგებით. კიდევ წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ სამსახური, სადაც მართალია ძალიან იღლებით, მაგრამ იცით რომ უზრუნველყოფილი მომავალი გაქვთ(პენსიონერები უნდა ნახოთ მაგათი შორტებით და ფოტოაპარატებით რომ დასეირნობენ მსოფლიოში) და მშიერი ოჯახის წევრი კი არა ქალაქშიც არავინ იცით ვინმე, რომ იყოს. არ გეშIნიათ ხვალინდელი დღის და იმის, რომ ერთ დღესაც დოლარი მილიონი იენი გახდება და თIრკმელიც რომ გაყიდოთ მაინც გაკოტრებული იქნებით. იაპონელები ხვალინდელ დღეზე კი არა 50 წლით წინ ფიქრობენ რა იქნება. ეხლა გადმოინაცვლეთ ისევ აქ და გაიცინეთ აბა ერთხელ კიდევ-საცოდავი იაპონელებიო? ვერა? :))
გიორგი
17 სექტემბერი 2015 15:04
იაპონელებს რომ დასცინით.შეადარეთ იაპონია და საქართველო ერთმანეთს.ხოდა სასაცილო ვინაა კი მიხვდებით.

რედაქტორის რჩევით