ქვეყნები, სადაც ქალად დაბადება საშიშია
ქვეყნები, სადაც ქალად დაბადება საშიშია
ჩვენ მივეჩვიეთ, რომ საშუალოსტატისტიკური ევროპელი ქალი თავდაჯერებულია და შეუძლია, საკუთარ თავზე იზრუნოს. ის მოდური ბუტიკების, კლუბების, სპორტული დარბაზების, სილამაზის სალონებია და რესტორნების ხშირი სტუმარია. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პლანეტის ქალთა ნახევარზე მეტი არამხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ ძალადობის მსხვერპლიცაა. დედამიწაზე არსებობს ადგილები, სადაც ქალთა ცხოვრება ჯოჯოხეთს ჰგავს.



ავღანეთი

ავღანეთში ქალის სიცოცხლის საშუალო ხალგრძლივობა 45 წელია. თითქმის ყველა გაუნათლებელია. ამ ქვეყანაში მშობიარობისას სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რადგან მათი 85% სამედიცინო დახმარების გარეშე
მშობიარობს.


ერაყი

ქალისთვის ერაყი ნამდვილი ჯოჯოხეთია. აქ ბოევიკები ე.წ. სექს-ჯიჰადს ეწევიან და ახალგაზრდა და ლამაზი გოგონებს მრავალგვარ სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებენ. უარის თქმა სიკვდილის ტოლფასია – გასულ წელს 150-მდე გოგონა სიკვდილით დასაჯეს.


ინდოეთი

ინდოელი ქალების 70% ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ყოველ ნახევარ საათში 1

ქალს აუპატიურებენ. ადამიანებით ვაჭრობაც არ არის უცხო ხილი. ქალების ნახევარზე მეთი არასრულწლოვანი თხოვდება.


მალი

არსებობს ქალურ საწყისთან დაკავშირებული არაერთი რიტუალი, რომელიც ცივილიზაციასთან ერთად ნელ-ნელა გაქრა. თუმცა, მალის ეს არ ეხება – აქ ქალებს დღემდე უტარებენ წინდაცვეთას.


კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში ომია გაჩაღებული. ქალებს მოწინავე რიგებში უწევთ ბრძოლა. ტყვედ ჩავარდნილები კი, გაუპატიურებისა და წამების მსხვერპლი ხდებიან.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქალს არ აქვს უფლება ქმრის თანხმობის გარეშე რაიმე დოკუმენტს მოაწეროს ხელი.


გვატემალა

ამ ქვეყანაში ნორმად ითვლება ოჯახის წევრის მიერ ქალის გაუპატიურება და ულმობლად მოპყრობა. მას ვერავინ დაიცავს…


პაკისტანი

პაკისტანში ქალთა 90% ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ქვეყანას კი კანონი არ გააჩნია მათ დასაცავად. ასევე, რამდენიმე რეგიონში, თუ ქმარმა რაიმე დააშავა, ამისთვის ქალი აგებს პასუხს – მას აუპატიურებენ.


სუდანი

ხელისუფლებისგან ქალთა უფლებების დაცვის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს ჯერჯერობით შესამჩნევი შედეგები არ მოჰყოლია. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში გატაცებული, ნაწამები და მოკლულია ერთ მილიონამდე ქალი.


სომალი

 

სომალიში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ამის გამო 90%-ზე მეტი 10-12 წლის გოგონები გაუპატიურების მსხვერპლი ხდებიან. არის შემთხვევები, როდესაც გოგონების ასაკი ნაკლებია. ქვეყანაში მხოლოდ 7%-ს აქვს საშუალება მშობიარობისას სამედიცინო დახმარებას მიმართოს.


ჩადი

ამ ქვეყანაში ქალებს საერთოდ არანაირი უფლება არ გააჩნიათ. გოგონების 90% იძულებულია, 10-12 წლის ასაკში გათხოვდეს.

მკითხველის კომენტარი (35)
ni ni
17 აგვისტო 2016 17:54
natia mapatie magram reebs bodav .amat rogor adareb chven cxovrebas amat qveyanashi rom danbadebuliyavi mere agar mobodavdi.tindac turketi avigot .mifo aba naxe turketis soplebshi rogor dachagrulad cxovrobs qalta umravlesoba ramdens dzalut atxoveben ramdens dzalit axuraven tavze da ramdeni ram akvt akrdzaluli.
Natia
17 აგვისტო 2016 12:20
Natia saertod warmodgena tu gaq raze saubrob?sircxvilia sheni komentari da romelime msgavs qveyanashi ro dabadebuliyavi vnaxavdi rogor ichikchikebdi.
ალეკსანდრე
05 იანვარი 2016 15:51
ეს კველა ჩამოტვლილი კვეკანა გაეროდან უნდა გარიცხო, და მათი მოკალაკეები ცივილიზებულ კვეკნებში არ უნდა შეუშვა,არა და ამკვეკნების უმეტესობასტან უვიზო მიმოსვლა გვაკვს
sesili
05 იანვარი 2016 15:10
პასუხად ნათიას: მაპატიე, მაგრამ, რას ბოდიალობ თუ იცი?კამათიც კი არ ღირს.ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს!
მაია ბოჭორიშვილი
05 იანვარი 2016 14:48
მადლობა უფალს რომ საქართველოში ვცხოვრობ,ნუთუ არ არსებობს მსოფლიო ორგანიზაცია რომელიც ამ ქალებს დაიცავს.
ნათია -გაოცებული ნათიას ავტორს.
05 იანვარი 2016 14:05
სხვაგან არ ვიცი მე როგორ არის და არც მაინტერესებს, ნუ დაიჩაგრავ თავს და არ დაგჩაგრავენ. ისეთი არაფერი უნდა გააკეთო კაცს არ მოეწონოს, უნდა იყო თავდაჭერილი, ზრდილობიანი, აღზარდო კარგი შვილები და ვინ გაგცემს ხმას, გაგცემს და გამოიხურე კარები და წამოდი. არც კი შეუგინებია ჩემს ქმარს ჩემთვის არასდროს, ამის უფლებას თავად არ აძლევდა თავის თავს. მამაკაცებს ბიჭი უხარიათო. ჩემო კარგებო, ოჯახს თუ გოგო არ ყავს, მას შვილი საერთოდ არ ყავს. გოგო სიკვდილამდე შენი პატრონია, ბიჭი კი როგორ იქცევია სჩანს, წავიდნენ საზღვარგარეთ და იქედან მშობლების დასასაფლავებელ ფულს გზავნიან მხოლოდ, ზოგიერთი ამასაც არ აკეთებს. საქართველოში ბავშობაში, ოჯახური მდგომარეობის გამო ვიზრდებოდი იმერეთის ერთ სოფელში, ჩვენ სერზე მხოლოდ ჩვენი გვარი ცხოვრობდა, არ გამიგია, არც მსმენია რომ ქმარს ცოლი ეცემოს, ამას ხმამაღლადაც ამბობდნენ, კარგი ხალხია, პატიოსანიო. არ ვიცი თქვენ სად აწყდებით ასეთებს, აქ, თბილისში ერთი აზერბაიჯანული ოჯახი ხცოვრობდა მეზობელ ოჯახში, იქ კი სცემდა ხოლმე ქმარი ცოლს. სხვა არ მსმენია, თქვენ სად აწყდებით ასეთებს არ ვიცი.ცემა გამიგია საქონლის, ქალს ვაჯკაცი კაცი ხელს არ დაარტყამს.
qeto-qeto
04 იანვარი 2016 13:51
თიკოს საპასუხოდ-----გუშინ ტრადიციულ ოჯახურ წვეულებაზე ვიყავი,მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები, ვიყავით ზალიან ბევრნი, შემდეგ ხუთი დის შთამომავლობამ ერთად გადაიღეს სურათი, იმდენი იყვნენ და ისეთი ბედნიერები... ამიტომ, ჩემო კარგო,რა მნიშვნელობა აქვს გოგო გყავს თუ ბიჭი, მთავარია ბევრი გყავდეს, ნუ ბრაზდები, ყველა მამაკაცს სურს მისი გვარი გაგრძელდეს, ალბათ შენს ძმასაც ენდომება, თუ გყავს,რასაკვირვბიჭიც ელია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გოგო არ გინდოდეს, გისურვებთ მრავლად გყავდეთ, გოგოც და ბიჭიც და შეიგრძნოთ მათი დედობის (მამობის) ბედნიერება; საქართველოში რომ ქალი დაჩაგრულია, ამაზე ძალიან მეცინება, იმიტომ, რომ რეგიონებშიც კი, არათუ დედაქალაქში გაგიგონიათ ალბათ, გურული ქალის, რაჭველი ქალის, მეგრელი ქალის,მთიული ქალის და ა.შ. ფენომენი, გაწენებული ცხენიდან კაცს ჩამოიღებსო და ასეცაა, რომ არარაფერი ვთქვათ ემანსიპირებულ, "ქალაქელ" ქალებზე, მათი მგონი უკვე კაცებსაც კი ეშინიათ. ხოლო ისინი ვინც იჩაგრებიან, მათ უნდათ რომ იჩაგრებოდნენ, მათ აქვთ ბავშვობისდროინდელი , ქვეცნობიერი( ანუ არაგაცნობიერებული) ფსიქოლოგიური პრობლემები და სანამ ეს პრობლემები არსებიბს, ისინი იზიდავენ მოძალადე მამაკაცებს, სამწუხაროდ. მათ პსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ. მშობლებს კი, ჩემი ჩათვლით, ვუსურვებდი, ბიჭები ჯენტლმენ, ოჯახის მოყვარულ, რეალიზებულ, საქმიან , ჯანსაღ მამაკაცებად გაგვეზარდოს, გოგონები კი არამარტო განათლებულ და რეალიზებულ, არამედ ჭკვიან, ვიმეორებ ჭკვიან ქალებად(კვანტური ფიზიკის ცოდანას არ ვგულისხმობ) და მაშინ ყველაფერი იქნება OK.....
nona
18 ნოემბერი 2015 15:53
საშინელებაა მათი ცხოვრება.უბედურება კი რომ ვერ ცვლიან ვერაფერს.
თიკა
01 ნოემბერი 2015 23:19
მართლაც საშინელებაა ამ ქვეყნების ქალთა ხვედრი.მაგრამ საქართველოშიც გოგოებზე მეტად ბიჭს აფასებენ.ერთი შვილი მყავს გოგო და იმდენმა მითხრა არაუშავს ბიჭიც გეყოლებაო მამშვიდებდნენ თავიანთი ჭკუით.თან თვითონ ქალები სურვილი მქონდა კარგად მიმელანძღა..ბევრი ქალი იკეთებს აბორტს იმიტომ,რომ ბავშვის სქესი გოგოა.სადღაც წავიკითხე რომ საქართველოში 100გოგოზე 111ბიჭი მოდის.ასე რომ ბიჭია თუ გოგო უფლის ქმნილებაა და მთავარია ადამიანობა..იმედია აზიის ამ ქვეყნებშიც შეიცვლება ვითარება.
ნია
30 სექტემბერი 2015 11:10
შაკო, შენც პოტენციური მოძალადე ხარ და ამიტომ წერ ასე. არავინ გეკითხება, ჩემთვის რა არის უკეთესი, შენ არ წყვეტ. ჩვენ, ქალები ვწყვეტთ თავად! შენთვის უკეთესია, ცოლს თუ არ მოიყვან - ცემაში ამოხდი სულს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები