
ავღანეთი
ავღანეთში ქალის სიცოცხლის საშუალო ხალგრძლივობა 45 წელია. თითქმის ყველა გაუნათლებელია. ამ ქვეყანაში მშობიარობისას სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რადგან მათი 85% სამედიცინო დახმარების გარეშე

ერაყი
ქალისთვის ერაყი ნამდვილი ჯოჯოხეთია. აქ ბოევიკები ე.წ. სექს-ჯიჰადს ეწევიან და ახალგაზრდა და ლამაზი გოგონებს მრავალგვარ სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებენ. უარის თქმა სიკვდილის ტოლფასია – გასულ წელს 150-მდე გოგონა სიკვდილით დასაჯეს.
ინდოეთი
ინდოელი ქალების 70% ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ყოველ ნახევარ საათში 1
ქალს აუპატიურებენ. ადამიანებით ვაჭრობაც არ არის უცხო ხილი. ქალების ნახევარზე მეთი არასრულწლოვანი თხოვდება.
მალი
არსებობს ქალურ საწყისთან დაკავშირებული არაერთი რიტუალი, რომელიც ცივილიზაციასთან ერთად ნელ-ნელა გაქრა. თუმცა, მალის ეს არ ეხება – აქ ქალებს დღემდე უტარებენ წინდაცვეთას.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში ომია გაჩაღებული. ქალებს მოწინავე რიგებში უწევთ ბრძოლა. ტყვედ ჩავარდნილები კი, გაუპატიურებისა და წამების მსხვერპლი ხდებიან.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქალს არ აქვს უფლება ქმრის თანხმობის გარეშე რაიმე დოკუმენტს მოაწეროს ხელი.
გვატემალა
ამ ქვეყანაში ნორმად ითვლება ოჯახის წევრის მიერ ქალის გაუპატიურება და ულმობლად მოპყრობა. მას ვერავინ დაიცავს…
პაკისტანი
პაკისტანში ქალთა 90% ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ქვეყანას კი კანონი არ გააჩნია მათ დასაცავად. ასევე, რამდენიმე რეგიონში, თუ ქმარმა რაიმე დააშავა, ამისთვის ქალი აგებს პასუხს – მას აუპატიურებენ.
სუდანი
ხელისუფლებისგან ქალთა უფლებების დაცვის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს ჯერჯერობით შესამჩნევი შედეგები არ მოჰყოლია. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში გატაცებული, ნაწამები და მოკლულია ერთ მილიონამდე ქალი.
სომალი
სომალიში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ამის გამო 90%-ზე მეტი 10-12 წლის გოგონები გაუპატიურების მსხვერპლი ხდებიან. არის შემთხვევები, როდესაც გოგონების ასაკი ნაკლებია. ქვეყანაში მხოლოდ 7%-ს აქვს საშუალება მშობიარობისას სამედიცინო დახმარებას მიმართოს.
ჩადი
ამ ქვეყანაში ქალებს საერთოდ არანაირი უფლება არ გააჩნიათ. გოგონების 90% იძულებულია, 10-12 წლის ასაკში გათხოვდეს.