9/11: ბორტგამცილებლის მონათხრობი
13-11-2015
9/11: ბორტგამცილებლის მონათხრობი
11 სექტემბრის დილას 5 საათის გამოფრენილები ვიყავით ფრანკფურტიდან და ჩრდილო ატლანტიკის თავზე მივფრინავდით, რომ მოულოდნელად ფარდა გაიხსნა და მიბრძანეს სასწრაფოდ კაპიტანთან გამოვცხადებულიყავი. ეკიპაჟის წევრები სერიოზული სახეებით დამხვდნენ. კაპიტანმა ამობეჭდილი გზავნილი მომაწოდა. მოკლე გზავნილი ატლანტიდან, Delta-ს მთავარი ოფისიდან იყო: „კომერციული ფრენებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტალური ნაწილის ყველა საჰაერო ხაზი ჩაკეტილია. დაუყოვნებლივ დაეშვით უახლოეს აეროპორტში. შეგვატყობინეთ თქვენი მიმართულების შესახებ”.

არავინ იცო

და ამ გზავნილის მიზეზი, თუმცა ყველა ვხვდებოდით, რომ საქმე ძალიან სერიოზულად იყო და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავშვებულიყავით. კაპიტანმა გაარკვია, რომ უახლოესი აეროპორტი 600 კილომეტრში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის ქალაქ განდერში გახლდათ. მან კანადელ დისპეტჩერს მარშრუტის შესაცვლელად ნებართვა სთხოვა. გავოცდით, რომ თანხმობა უმალ მოგვცეს, ყოველგვარი კითხვის დაუსმელად. მოგვიანებით შევიტყვეთ, რატომ მოხდა ასე… სანამ თვითმფრინავს დასაშვებად ვამზადებდით, ატლანტიდან კიდევ ერთი
გზავნილი მივიღეთ, რომელიც ნიუ იორკში ტერორისტების აქტივობაზე იტყობინებოდა. რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა თვითმფრინავების გატაცების ამბავიც. გადავწყვიტეთ, მგზავრებისთვის განდერში დაშვებამდე სიმართლე არ გაგვემხილა და სალონში პანიკა რომ არ შექმნილიყო, ამ გადაწყვეტილების მიზეზად თვითმფრინავის მცირე ტექნიკური გაუმართაობა დავასახელეთ. ამან, რა თქმა უნდა, მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, მიჩვეული ვართ მსგავს ფაქტებს…


40 წუთში განდერში დავეშვით. ადგილობრივი დროით 12:30-ზე. აეროპორტში ათეულობით თვითმრინავი დაგვხვდა მთელი მსოფლიოდან. მათაც ჩვენს მსგავსად მარშრუტი შეუცვლიათ. კაპიტანმამგზავრებს გამოუცხადა: „ ალბათ, გსურთ გაიგოთ, თუ რა ტექნიკური მიზეზების გამო მოგვიწია მარშრუტის შეცვლამ. სინამდვილეში, აქ სულ სხვა მიზეზით აღმოვჩნდით”. და ის მწირი ინფორმაცია მიაწოდა, რაც ჩვენთვის ცნობილი იყო…

ატყდა ხმაური. კაპიტანმა მგზავრებს სთხოვა, რომ განდერის საჰაერო მოძრაობის მმართველობის ბრძანებით, ადგილებზე დარჩენილიყვნენ. სიტუაცია კანადის მთავრობის კონტროლქვეშ იყო, თვითმფრინავის დატოვების უფლება არავის ჰქონდა. მხოლოდ აეროპორტის პოლიცია გვიახლოვდებოდა დრო და დრო შესამოწმებლად. ერთი საათის განმავლობაში აეროპორტში 53-მა თვითმფინავმა მოიყარა თავი. მათგან 27 ამერიკული კომერციული საჰაერო ხომალდი გახლდათ. ამასობაში, რადიომ ახალი ამბების გადმოცემა დაიწყო. ამგვარად გავიგეთ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე მომხდარი ტერაქტების შესახებ… ხალხი მობილური ტელეფონებით სარგებლობას ამაოდ ცდილობდა, ამერიკის ყველა ხაზი ბლოკირებული იყო. თუმცა, შეშინებული მგზავრები სიმშვიდეს მაინც ინარჩუნებდნენ… ღამე თვითმფრინავში გავატარეთ, დილის 11-ზე კი ჩვენი გაყვანის რიგი დადგა. აეროპორტის ტერმინალში, საბაჟო კონტროლის შემდეგ, ეკიპაჟი და მგზავრები გაგვაცალკევეს და მიკროავტობუსებით პატარა სასტუმროში გადაგვიყვანეს. ჩვენ არ ვიცოდით, სად იყვნენ მგზავრები. „წითელი ჯვრის“ მეშვეობით შევიტყვეთ, რომ განდერის მოსახლეობა სულ 10 400 კაცია, მათ კი 10 500 მოულოდნელ სტუმარზე უნდა ეზრუნათ…


გვთხოვეს, სასტუმროში დაგვესვენა და დავლოდებოდით საჰაერო სივრცის გახსნას, თუმცა, როდის მოხდებოდა ეს, არავინ იცოდა. განდერის მცხოვრებნი კეთილგანწობილი იყვნენ ჩვენს მიმართ. ”ადამიანები თვითმფრინავიდან” – ასე მოგვმართავდნენ და გასაოცარ სტუმართმოყვარეობას ავლენდნენ. ორი დღის შემდეგ აეროპორტში დაგვაბრუნეს. თვითმფრინავში ადგილობრივების მასპინძლობით აღფრთოვანებული მგზავრები შთაბეჭდილებებს გვიზიარებდნენ…


განდერისა და მიმდებარე პატარა ქალაქების სკოლები თუ დარბაზები მგზავრებისთვის თავშესაფარ ზონად აქციეს, სკოლის მოსწავლეები კი საოცრად ზრუნავდნენ „თვითმფრინავის ადამიანებზე“.


ჩვენი თვითმფრინავის 218 მგზავრი პატარა ქალაქ ლუისპორტში, სკოლის შენობაში გაამწესეს. ასაკოვანი მგზავრები კი მოსახლეობამ საკუთარ სახლებში დააბინავა. ერთი ორსული ქალი სასწრაფო დახმარების მოპირდაპირედ მდებარე სახლში მოათავსეს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო ზომები იეღოთ. „დაუპატიჟებელ სტუმრებს“ სტომატოლოგის გამოძახებაც შეეძლოთ. მედდები გამუდმებით მათთან იყვნენ. მგზავრებს ქალაქში გასეირნებასაც სთავაზობდნენ… პურის მაღაზიები მუშაობას ღამეც არ წყვეტდნენ, რათა ხალხს ახალგამომცხვარი პური არ მოჰკლებოდა. მოსხლეობას გამუდმებით მოჰქონდა სკოლებში საკვები, ან სასადილეობში დაჰყავდათ და საუკეთესო კერძებით უმასპინძლდებოდნენ…


მგზავრები ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ერთმანეთს ყველა სახელით მიმართავდა, შთაბეჭდილებებს უზიარებდა, თუ ვინ უკეთ გაატარა დრო. ატლანტაში ჩვენი „მგზავრობა“ წვეულებას ჰგავდა. დამეგობრებული ხალხი ტელეფონის ნომრებსა და ელექტრონულ მისამართებს უცვლიდა ერთმანეთს… შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდა. ერთ-ერთმა მგზავრმა ხმამაღალი კავშირის მეშვეობით განცხადების ნებართვა ითხოვა. ამის უფლებას არავის ვაძლევთ, მაგრამ ახლა განსაკუთრებული შემთხვევა იყო და მიკროფონი უმალვე გადავეცი.

სიტყვის წარმოთქმა ჯერ იმის შეხსენებით დაიწყო, თუ რისი გადატანა მოუწიათ ამ დღეებში… შემდეგ კი უცნობი ადამიანებისგან გამოვლენილი სტუმართმოყვარეობის საფასურად, გამოთქვა სურვილი, შეექმნა სატრასტო ფონდი სახელწოდებით Delta 15 (ჩვენი რეისის ნომერი). ფონდის მიზანი კი ლუისპორტელი მაღალკლასელებისთვის სტიპენდიის დანიშვნა იყო, რათა მათ კოლეჯში შეძლებოდათ სწავლის გაგრძელება. მან დანარჩენ მგზავრებს სთხოვა ნებისმიერი თანხა შეეწირათ ამ საქმისთვის. ჩამონათვალის შეჯამების შედეგად, 14 ათასი დოლარი შეგროვდა!.. ამ ისტორიას ვყვები და ამასობაში სატრასტო ფონდი უკვე 1,5 მლნ დოლარს შეადგენს, 134-მა სტუდენტმა კი კოლეჯში ჩააბარა.

ხატია
16 ნოემბერი 2015 13:21
ნუ გამოდიხართ ყველა მცოდნე პოლიტიკის რა, კი ბატონო დაგეგმილი იყო, კი ბატონო იცოდნენ მთავრობის მაღალ კაბინეტებში, მაგრამ აქ ლაპარაკია ადამიანურ სიკეთეზე და ეს ემოციურია, არც იმ პატარა ქალაქიდან და არც მგზავრებიდან , ვინც იქ იყო , არავინ იცოდა , ასე რომ სიკეთის კეთება არ იყო დაგეგმილი ,
archil
15 ნოემბერი 2015 10:36
სიკეთე იყო,არის და იქნება. ამავდროულად ვითარდება ბოროტებაც, რომელიც დღეს დღეობით სიჩქარის მატებით ვითარდება.და ამის ხელშემწყობი ჩინოვნიკებია, ამერიკის მეთაურობით.
,,,,,,,,,,
14 ნოემბერი 2015 22:42
ეს პუტინის აგენტი რომ წერს, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყოო, მინდა შეგახსენო, რომ ყველა ამ ტერაქტის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან.

რედაქტორის რჩევით