"პირველი რესპოდენტი მომავალი მეუღლე, ხულიო იგლესიასი გახდა. 7 თვის შემდეგ წყვილმა იქორწინა" - ენრიკე იგლესიასის ულამაზესი დედა - კვირის პალიტრა

"პირველი რესპოდენტი მომავალი მეუღლე, ხულიო იგლესიასი გახდა. 7 თვის შემდეგ წყვილმა იქორწინა" - ენრიკე იგლესიასის ულამაზესი დედა

გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან

მარია ისაბელ პრეისლერ არასტია ესპანო-ფილიპინელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი 1951 წლის 18 თებერვალს მანილაში (ფილიპინები) დაიბადა. ახალგაზრდობაში ისაბელი მოდელი გახლდათ, სილამაზის კონკურსებშიც იღებდა მონაწილეობას და მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდოც.

16 წლის ასაკში საცხოვრებლად ესპანეთში, მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ირლანდიურ კათოლიკურ უნივესიტეტში ჩააბარა.

1970 წელს ესპანურ ჟურნალში Hola დაიწყო მუშაობა, პირველი რესპოდენტი კი მომავალი მეუღლე, ხულიო იგლესიასი გახდა. 7 თვის შემდეგ წყვილმა იქორწინა.

ესპანეთის ”ოქროს ხმასთან” ქორწინებამ 7 წელს გასტანა და ისაბელს სამი შვილი აჩუქა – ენრიკე, ხულიო (უმცროსი) და ჩაბელი.

1980 წელს ისაბელმა ესპანელი არისტოკრატი კარლოს ფალკო გაიცნო და ცოლად გაჰყვა

მომდევნო წელს მათ გოგონა – თამარა შეეძინათ

1984 წელს ისაბელი სატელევიზიო გადაცემა ”ცხოვრების წესის” წამყვანი გახდა და ასევე ჟურნალისტს, მიგელ ბოიერს შეხვდა, რომელთან ერთადაც პრემია El Premio Limon მიიღო.

უბრალო ნაცნობობა სასიყვარულო ისტორიაში გადაიზარდა

1988 წელს წყვილმა ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა.

1989 წელს მათ გოგონა სახელად ანა შეეძინათ

დღესდღეობით ისაბელი ისეთი ფირმების სახე გახლავთ, როგორებიცაა პორსელანოზა, ფერერო როშე, Chrysler, ასტორი, მანოლო ბლანიკი. ჟურნალ Hola-ს მკითხველებმა 1991, 2002 და 2006 წლებში ისაბელ პრეისლერი ესპანეთის ყველაზე ელეგანტურ ქალად დაასახელეს.

.

.