მონიკა ბელუჩის ქალიშვილები - კვირის პალიტრა

მონიკა ბელუჩის ქალიშვილები

ვენსან კასელთან განქორწინების შემდეგ, მონიკა ბელუჩი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოს შვილებს: 11 წლის დევასა და 5 წლის ლეონის.

”ერთი პერიოდი დევას ეგონა, რომ არსად ვმუშაობდი, რადგან სულ მათთან ვიყავი. იგი მეუბნებოდა: ”დედიკო, რა კარგია, რომ არ მუშაობ! ჩვენ სულ ვმოგზაურობთ, ვცხოვრობთ ლამაზ სასტუმროებში”. დევამ 4 ენა იცის: იტალიური, ფრანგული, ინგლისური და პორტუგალიური. ეს ყველაფერი ჩვენი ხშირი მოგზაურობების დამსახურებაა”, – ამბობს მონიკა ბელუჩი.

მონიკა გოგონებთან ერთად ხშირად სტუმრობს მშობლიურ იტალიას, ასევე ბრაზილიას, სადაც საკუთარი სახლი აქვს და პარიზს, სადაც ვენსან კასელი ცხოვრობს. დევა და ლეონი სიამოვნებით ურთიერთობენ მამასთან, რასაც მონიკა არ ეწინააღმდეგება. ”ჩვენ ხომ მეგობრულად, სკანდალების გარეშე დავშორდით” – აღნიშნავს მსახიობი.

”მხოლოდ და მხოლოდ მსურს, ვიყო დედა, რომელსაც საკუთარი შვილების დაცვა და მათი გაბედნიერება შეუძლია. და ეს შეიძლება უბრალო რამეები იყოს: დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ გოგონებმა კარგად ისაუზმეს, თბილად აცვიათ, მოამზადეს საშინაო დავალება. ეს ჩვეულებრივი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი რუტინაა”.