ამბავი ”აფეთქებული” მკერდისა – კადრი, რომელზეც სოფის აზრები იკითხება
ამბავი ”აფეთქებული” მკერდისა – კადრი, რომელზეც სოფის აზრები იკითხება
მსოფლიოში არაერთი ცნობილი კადრი არსებობს, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ ეს ფოტოა, რომელზეც ჯეინ მენსფილდის მეტისმეტი ვულგარულობით შეწუხებული სოფი ლორენი ცინიკური ღიმილით თვალს აპარებს მსახიობის ზედმეტად მოშიშვლებული მკერდისკენ.

57 წლის შემდეგ, ლორენმა ბოლოს და ბოლოს აღიარა, თუ როგორ გადაიღეს ეს ფოტო – დიახ, იგი ნამდვილად ასახავს იმას, თუ რას გრძნობს იმ მომენტში მსახიობი. იმ დროს, სოფი ლორენს ჰოლივუდური კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა. კომპანია Paramount-ის ორგანიზებით სოფის შესანიშნავი საღამო მოუწყვეს, სადაც
ჯეინ მენსფილდი ბოლოს მოვიდა. მისი გამოჩენა ლორენმა ასე აღწერა: ”მან ჩემს მაგიდასთან საგანგებოდ ჩაიარა. იცოდა, რომ ყველა მას უყურებდა. სუფრასთან დაჯდა და იცით… თითქმის შიშველი იყო. შეხედეთ ამ კადრს – საით ვიყურები? მის მკერდს შევცქერი – ლამის ჩემს თეფშზე გადმოყაროს. ჩემს სახეზე გაოგნებაა ასახული: ვშიშობ,
ესესაა, მისი მკერდი კაბიდან ვულკანივით ამოხეთქავს და მაგიდაზე ლავასავით დაიღვრება”.
.

იმ საღამოს სხვა ფოტოებიც გადაიღეს, თუმცა, განსაკუთრებით ამ ფოტოზე იკითხება სოფის აზრები. მართალია, მსახიობს არ მოსწონს, როცა ამ ფოტოს უფრიალებენ და ყოველთვის უარს ამბობს მასზე ავტოგრაფი დატოვოს, რადგან, არ მოსწონს და ამასთან, პატივს სცემს განსვენებულ ჯეინ მესფფილდს.




.
.










გოგლა
22 იანვარი 2016 14:49
მაგის მომხმარებელს რა დააბერებს.
seximacho
16 დეკემბერი 2015 15:45
სადღაა ამისთანა ქალები... და ამისთანა ძუძუები? მოუჭერ ხელს და ბოტოქსი და ჟელატინი შეგრჩება...
fan.ge
16 დეკემბერი 2015 08:29
მიუხედავათ იმისა,რომ ამხელა ხედით არ ჩანს,აშკარაა სოფის მკერდი გაცილებით მაგარია.მაგან გააძლებინა თითქმის ას წლამდე მის ქმარს,კარლო პონტის.....
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები