არაჩვეულებრივი შეხვედრა - კირილზე მშობლებმა უარი თქვეს, მაგრამ...
არაჩვეულებრივი შეხვედრა - კირილზე მშობლებმა უარი თქვეს, მაგრამ...
კანადელი ცოლ-ქმარი ლესლი და დაგ ფეისები შვილის აყვანაზე ოცნებობდა. როდესაც დაგმა ყარაღანდელი (ყაზახეთი) ბიჭუნა კირილის ფოტო ნახა, საკუთარი მამა გაახსენდა და წყვილმა შვილად აყვანის ხანგრძლივი პროცედურა წამოიწყო.

კირილი, დაგის მამის მსგავსად, მარჯვენა ხელის გარეშე დაიბადა. მშობლებმა შვილი უარყვეს…








”როგორ არ უნდა გვეშვილა კირილი, როდესაც გავიზარდე ადამიანთან, რომელსაც მსგავსი ხელი აქვს. ეს საკითხი არასოდეს მაწუხებდა, მამაჩემს კი ამის გამო უკან არაფერზე დაუხევია”, – ამბობს დაგი. გასული წლის ივნისში წყვილი პირველად შეხვდა
კირილს.


”საოცრება იყო მასთან შეხვედრა. ამ დღეს დიდხანს ველოდით.
არასოდეს დაგვავიწყდება ჩვენი ემოციები”.


მანამდე, ხელის გამო, კირილის შვილად აყვანაზე უამრავმა ოჯახმა განაცხადა უარი.



ყაზახმა მოსამართლემაც კი ჰკითხა ცოლ-ქმარს, დარწმუნებული იყვნენ თუ არა, რომ სურდათ უხელო ბავშვის შვილად აყვანა. რაზეც დაგმა უპასუხა: ”თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ ვთვლი, რომ ამ ბავშვს რაიმე პრობლემები გააჩნია”.




2015 წლის 13 სექტემბერს კი წყვილმა 4 წლის შვილი მშობლიურ ქალაქ ფერედაიზში ჩაიყვანა, კირილმა ბაბუამისი გაიცნო. ”შეხვედრისას მამაჩემმა მარჯვენა ხელი გაუწოდა, კირილმა კი თავისი მარჯვენა შეაგება… ახლა ისინი განუყრელი მეგობრები არიან”


ბაბუა კრისი წარმატებული ბიზნესმენი, ფილანთროპი, წარსულში კი – პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე გახლავთ.

”მეჩვენება, რომ რაღაც ზებუნებრივმა ძალამ მოინდომა მათი შეხვედრა. და ეს მშვენიერია!” – უზიარებს სიხარულს ბაბუა კრისი.

მკითხველის კომენტარი (13)
ჯავახელი
15 დეკემბერი 2015 23:59
INGA ეს ქართული ღირებულებია რო იცოდე...ევროპული ღირებულებები ხიხია :)
პ.ს. მიაწექით ქართულს, ევროპა-აზია, რუსეთი ამერიკა ერთი ხრენია!!!!
Inga- ს ss
15 დეკემბერი 2015 17:05
თქვენი კომენტარის ავტორს , ფრაზა რომ ბიბლიიდან მოყავს უკვე თავისთავად კომიკურ სიტუაციას ქმნის!!
gogi
15 დეკემბერი 2015 14:22
ყოჩაღ !!!!!
მზია
15 დეკემბერი 2015 14:16
ვეთანხმები დალის, სწორად ჩამოაყალიბა აქ შექმნილი სიტუაცია. ნაშვილები კი არა, საკუთარი შვილი მყავს პრობლემებით, პატარაა და დგე და ღამე ტირილში ვატარებ, არ ვიცი რა ეკლოდება ამ ქვეყანაში, სადაც სრულიად ფიზიკურად ჯანსაღი ადამიანებიც კი ვერ ახერხებენ სრულყოფილ ცხოვრებას
dali
15 დეკემბერი 2015 10:41
ქალბატონო ინგა დასავლეთში ასეთ ბავშვებზე გარდა იმისა რომ ათასნაირი პირობები არსებობს რომ საზოგადოებაში სრულყოფილ ადამიანებად იქცნენ. მათ ყველანაირი გადასახადებისაგან ათავისუფლებენ, სახელმწისოსაგან უდიდესი დახმარებაა აქვთ და ისინი დარწმუნებულები არიან რომ მათ პატარას ცხოვრება არ გაუჭირდება. .იქ მარტო ღირებულება არ მოქმედებს. ჩვენთან მაგათზე ნაკლები ჰუმანურები და სიკეთით სავლე ხალხი არაა ნამდვილად ,მაგრაამ როცა ასეთ ბავშვს იშვილებ შენ უნდა გქონდეს შენი თავის იმედი რომ მისთვის შეძლებ ყველაფრის გაკეთებას რომ ის არ დაიჩაგრება მას ცხოვრება არ გაუჭირდემა. იქნება უზრუნველყოფილი ყველანაირად, აბა ჩვენ ხალხს შეხედე ხედავთ ასეთ უზრუნველობას. .აყვანა არ არიის პრობლემა მის წინაშე პასუხისმგებლობაა საქმე რომ მერე გული არ გაგისკდეს იმაზე ფიქრით მე მას ვერ ვპატრონობო, დამეჩაგრა უსახსრობითო. ესაა ჩვენი პრობლემა. პატარას ბედნიერებას ვუსურვებ
Inga- ს
14 დეკემბერი 2015 23:46
ჯერ გვიპასუხე, შვილი რომ არ გყავდეს, შენ იშვილებდი? თუ იშვილებდი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლია განსაჯო! თუმცა ამ შემთხვევისთვისაც ბიბლია ამბობს: ა რ ა გ ა ნ ს ა ჯ ო !!!
dodo
14 დეკემბერი 2015 21:06
Bunebashi umizezod araperi xdeba,uplis nebaa kvelaperi.dailotsos es ojaxi.
nanka
14 დეკემბერი 2015 18:37
აი რას ნიშნავს სწორად აღზრდილები, არა მგონია რომელიმე უშვილო ქართველ წყვილს აეყვანა ასეთი კი არა თუნდაც პატარა ნეკი თითი რომ კლებოდა, ტრაბახში კი მაგრები ვართ ,კეთილები, მგრძნობიარეები და რა ვიცი, რაც კარგები ვართ ქართველები ვართ-ის ძახილი გვიყვარს.ვაი ჩვენს პატრონს!
Tekla ingas
14 დეკემბერი 2015 17:24
სრული სიმართლეა და სწორი ახსნა! გავიხსენოთ აგრეთვე ცნობილი წყვილების მიერ ნაშვილები უამრავი აფრიკელი, ჩინელი და ვიეტნანელი ბავშვი.
ჩვენთან ეს პრაქტიკა არ არის. ჩვენ ხომ დაგვამახინჯეს ათწლეულების მანძილზე და დაგვგეშეს დასავლეთზე.

რამდენი დაგვჭირდება კიდევ, სანამ ამ მძიმე ფსიქიკური ტრამვისაგან განვთავისუფლდებთ!


*
14 დეკემბერი 2015 14:08
არ ვიცი ჩემთვის წარმოუდგენელია დედამ შვილზე უარი როგორ უნდა თქვას.პატარა კირილს ვუსურვებ თავის შეძენილ ბაბუასავით წარმატებული ადამიანი გახდეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა