ფაქტები, რომლებიც კარმის არსებობაში დაგვარწმუნებენ - კვირის პალიტრა

ფაქტები, რომლებიც კარმის არსებობაში დაგვარწმუნებენ

ამერიკელი უსახლკარო ბილი რეი ჰარისის ისტორიამ მილიონობით ადამიანს აუჩუყა გული. ბილი ჩვეულ ადგილას იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. უცებ აღმოაჩინა, რომ ქალმა მონეტის ნაცვლად შეცდომით ბრილიანტის ბეჭედი ჩაუგდო ჭიქაში. იგი ქალს დაეწია და ბეჭედი დაუბრუნა. ეს ამბავი მედიით გავრცელდა. მომდევნო კვირის განმავლობაში მას დაეხმარნენ ველოსიპედის შეკეთებაში, მიიღო ბინა და 100 000$-მდე შემოწირულობა. ”აი, რა ხდება, როდესაც აბრუნებ იმას, რაც შენ არ ეკუთვნის”, – თავმდაბლად განაცხადა ბილიმ.

თითქოსდა, არაფერი ისეთი – უბრალოდ, ისტორია კეთილი დასასრულით. თუმცა, ღირს დაფიქრება, როგორ ვიქცევით ყოველდღიურად. ჩვენ არ ვუთმობთ ადგილს ავტობუსში, ვუყვირით ოფიციანტს, გზას ვუჭრით ქვეითად მოსიარულეებს, და მერე ვეკითხებით საკუთარ თავს: ”რატომ ხდება ჩემს ცხოვრებაში ამდენი ცუდი რამ?”. და როდესაც ის ცუდი გვიბრუნდება, რომელსაც გავცემთ, ვწუწუნებთ ბედზე. გთავაზობთ რამდენიმე რეალურ ისტორიას, რომლებიც ამტკიცებენ – არამხოლოდ სიკეთეს აქვს დაბრუნების თვისება ბუმერანგის პრინციპით.

როყიო ტყვია

1883 წელს ჰენრი ზიგლანდი შეყვარებულს დაშორდა, რომელმაც ეს ამბავი ვერ გადაიტანა და თავი მოიკლა. გოგონას გამწარებულმა ძმამ ჯერ დის მჩაგვრელს ესროლა, შემდეგ კი მანაც თავი მოიკლა. მაგრამ ზიგლანდი არ მოკვდა. ტყვიამ მხოლოდ თავი გაუკაწრა და ხეს მოხვდა.

რამდენიმე წლის შემდეგ ჰენრის ავადსახსენებელი ხის მოხერხვა მოუვიდა აზრად, მაგრამ უზარმაზარი ხის მორევა რთული აღმოჩნდა. მაშინ ზიგლანდმა მისი აფეთქება გადაწყვიტა დინამიტის მეშვეობით. აფეთქებისგან, ტყვია, რომელიც ხეში იყო გაჩხერილი, გამოვარდა და პირდაპირ თავში მოხვდა ჰენრის. იგი ადგილზე გარდაიცვალა.

იესოს უყვარს The Beatles

1966 წლის 13 აგვისტო. ჯონ ლენონის განცხადების საპასუხოდ, რომ ბითლზები იესოზე პოპულარულები იყვნენ, ლონგვიუს (ტეხასის შტატი) რადიოსადგურმა ”ქლიუ” ჯგუფის ჩანაწერებისა და ატრიბუტკის მასობრივი დაწვა მოაწყო.

1966 წლის 14 აგვისტო. რადიოსადგურ ”ქლიუს” სამაუწყებლო ანძას მეხი დაეცა, რამაც მთელი აპარატურა გაანადგურა. რადიოსადგურის დირექტორი კი იატაკზე უგონოდ გაშხლართული იპოვეს.

 

ძვლების გამყიდველი

მაიკლ მასტრომარინო ძვლების, ორგანოებისა და სხეულის ნაწილების მოპარვით მილიონერი გახდა. მისმა ათასზე მეტმა პაციენტმა მიიღო კბილის იმპლანტანტები და სხვა პროთეზები გარდაცვლილი ადამიანებისგან, რომელთაგან უამრავი სიმსივნითა და შიდსით იყო დაავადებული. თავად მაიკლი ტანჯვებში მოკვდა ღვიძლის სიმსივნით, რომელიც ძვლებზეც გადავიდა.

უდანაშაულო მკვლელი

მელ იგნატოვი მისი შეყვარებულის სიუ შეფერის მკვლელობისთვის უდანაშაოლოდ ცნეს 1988 წელს. მოგვიანებით გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანდა, თუ როგორ მიაბა ქალი იგნატოვმა მინის მაგიდაზე და სასტიკად მოკლა. თჲმცა, მას მხოლოდ 8 წელი მიუსაჯეს, ისიც, ცრუ ჩვენებების მიცემისთვის. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სწორედ იმ მაგიდას თავი მიარტყა და ხელიც გაიჭრა. მიღებული ჭრილობებისგან მელს სიმარტოვეში ამოხდა სული.

ელექტრო სკამი საკუთარი ხელით

1981 წელს მაიკლ ანდერსონ გოდვინს ელექტრო სკამზე სიკვდილი მიესაჯა მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის. თუმცა, განაჩენი გასაჩივრებულ იქნა, გაუპატიურების ბრალდება მოეხსნა და შეეცვალა სამუდამო პატიმრობით. 8 წლის შემდეგ, გოდვინმა ყურსასმენის შეკეთება სცადა, რომელიც ტელევიზორთან იყო მიერთებული, შემთხვევით შნური გადაკვნიტა, ამ დროს კი მეტალის უნიტაზზე იჯდა. საბოლოოდ, ისე გარდაიცვალა, როგორც სიკვდილმისჯილი ელექტრო სკამზე.

”წარმატებული” ძარცვა

ბრაზილიელი მაურიციო ფერო აფთიაქის გაძარცვას აპირებდა. სანამ სალაროდან ფულს ითხოვდა, მისი მანქანა გაიტაცეს. პანიკაში ჩავარდნილი მაურიციო ფიქრობდა, როგორ გაპარულიყო უმანქანოდ, ამასობაში კი სხვა ქურდმა მისი ფულით გატენილი ჩანტა მოიპარა. საწყალი ფერო პოლიციისკენ გაემართა, რათა მანქანიც გატაცების ფაქტი განეცხადებინა. იმავე დროს კი განყოფილებაში აფთიაქის მეპატრონეც გამოჩნდა. წარუმატებელი ქურდი მაშინვე დააპატიმრეს. ”დღეს ძალადობა ისეთი მასშტაბურია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყაჩაღობას გადაწყვეტ, სახლში უფრო ხელმოცარული დაბრუნდები, ვიდრე აქამდე იყავი”

უკანასკნელი ხუმრობა

ჯონ სადვიკი აშშ-ს სამოქალაქო ომის დროს მოკავშირეთა არმიის გენერალი იყო. იგი თავის ჯარისკაცებს დასცინოდა, რომლებიც კონფედერატების ტყვიების ასაცილებლად თავშესაფარში გაიქცნენ. გენერალის უკანასკნელი სიტყვები იყო: ”თქვენს ნაცვლად მრცხვენია. ისინი ამ მანძილზე სპილოსაც კი ვერ მოახვედრებდნენ ტყვიას”. ზუსტად ერთ წამში ტყვია პირდაპირ თვალში მოხვდა.

უსაფრთხოების სისტემა

2011 წელს ქალაქ ონონდადში ( ნიუ იორკის შტატი) ჩაფხუტის გარეშე რბოლები აიკრძალა. ამის გამო ბაიკერებმა ხმაური ატეხეს და წესის გაუქმება მოითხოვეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ერთ-ერთი მეამბოხე, ფილიპ კონტოსი, ავარიაში მოყვა: მოტოციკლი მოცურდა, ფილიპი წინ გადავარდა და თავი ასფალტს დაარტყა. ექიმებმა ბაიკერის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს. მოგვიანებით მედიცინის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ კონტოსი გადარჩებოდა, ჩაფხუტი რომ ჰქონოდა.