New York Cafe – ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი კაფე
05-02-2016
New York Cafe – ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი კაფე
ბუდაპეშტში ერჟებეთის ბულვარზე ყველაზე იმპოზანტური და ბრწყინვალე შენობა – ეს სასახლე ნიუ იორკია (New York Palota). შენობა 1894 წელს სადაზღვევო კომპანია ნიუ იორკის შეკვეთით აიგო (არქიტექტორები – Hauszmann Alajos, Korb Flóris és Giegl Alajos).

შენობის პირველ სართულზე გაიხსნა კაფე, რომელმაც თავისი სილამაზით ევროპის ყველა დედაქალაქში გაითქვა სახელი. ადგილი, სადაც საღამოებს ატარებდნენ ცნობილი ისტორიული პერსონაჟები: მხატვრები, მწერლები, მსახიობები, პოლიტიკური მოღვაწეები..


კაფე ნიუ იორკი ნამდვილად შედის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი კაფეების ხუთეულში. იგი

იტალიური რენესანსის სტილშია აშენებული, შიდა მოწყობა კი ისტორიული ეკლექტიკის აღლუმს წარმოადგენს:


.

თვალწარმტაცი პანო ჭერზე (მხატვრები – Mannheimer Gusztáv, Eisenhut Ferenc), ), მარმარილო და ბრინჯაო, აბრეშუმი და ხავერდი, გასაოცარი სანათურები ვენეციური მინისგან, ხოლო შესასვლელში შადრევანი. შენობა გარედანაც და შიგნიდანაც თავისი ფუფუნებით გასაოცარია, მას ბავარიის მეფის

ლუდვიგ II-ს სასახლესაც კი ადარებდნენ.





ქალაქის ლეგენდის მიხედვით, მისი გახსნის დღეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ფერენც მოლნარმა გასაღები განზრახ დუნაიში გადააგდო, რადგან სურვილი ჩაუთქვა – კაფეს კარი აღარასოდეს დაკეტილიყო.

XX საუკუნის პირველივე ათწლეულში კაფე ბუდაპეშტის ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრი გახდა. აქ შესაძლებელი იყო ახალი ამბის გაგება მთელი მსოფლიოდან – კაფეს მფლობელს თავისი სტუმრებისთვის ასობით სხვადასხვაგვარი გაზეთი თუ ჟურნალი ჰქონდა გამოწერილი. კაფეში ქალბატონებისთვის ცალკე დარბაზიც იყო, ასევე ბილიარდის სალონი და დარბაზი ბანქოს მოთამაშეებითვის.



მწერლები, პოეტები და ჟურნალისტები საათობით ისხდნენ კაფეში. სწორედ აქ დაწერა თავისი ნაწარმოების პირველი თავი თუ პირველი ლექსი ბევრმა მწერალმა და პოეტმა. მწერლებს მალე შემოუერთდნენ თეატრისა და კინოს მსახიობები.


სწორედ აქ დაიწყო ოსკაროსანი ფილმის “კასაბლანკას” რეჟისორის, მიხაი კერტისის, შემოქმედებითი გზაც. კაფეს შემოქმედებითი ატმოსფერო შთააგონებდა კომპოზიტორ იმრე კალმანს, რომელიც კაფეში აკეთებდა ჩანახატებს თავისი შესანიშნავი ოპერეტებისთვის…





ლეგენდარული კაფეს მაგიდასთან მჯდომისთვის ძალიან ძნელია ყურადღების უსმინოს თანამოსაუბრეს – მზერას უნებლიეთ იპყრობს მდიდრული ინტერიერის ელემენტები, ხოლოს შენობის ფასადის თვალიერება საათობით შეიძლება.



დღეს შენობაში განლაგებულია ბოსკოლოს სასტუმროების ქსელის ლუქსის კლასის სასტუმრო – “ნიუ იორკ პალას ჰოტელი” (New York Palace Hotel).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით