25 საინტერესო და უცნაური ფაქტი იტალიაზე - კვირის პალიტრა

25 საინტერესო და უცნაური ფაქტი იტალიაზე

იტალია საოცარი ქვეყანაა, სადაც ერთხელ მოგზაურობის შემდეგ კვლავ დაბრუნების სურვილი მუდმივად გიჩნდება. აპენინის ნახევარკუნძულის მარგალიტი განთქმულია როგორც ულამაზესი ქალაქებით, ასევე მდიდარი ისტორიით, უგემრიელესი სამზარეულოთი, მოდური ტანსაცმელითა და უმაღლესი ხარისხის ღვინით. თუმცა, ცნობილი ფაქტების გარდა, იტალია აღსავსეა საოცარი და უცნაური სიურპრიზებით.

იტალიის შიდა მოხმარების პროდუქტის 7% მიღებულია მაფიის წყალობით. ამასთან, სიცილიის, კალაბრიისა და კამპანიის ბიზნესების 80% გადასახადებს უხდის მაფიას.

.

ამის მიუხედავად (ან შესაძლოა, წყალობითაც) იტალია მსოფლიოში ფინანსური და მრეწველობის განვითარებით მე-8 ადგილზეა.

იტალიაში ზოგიერთი პატრული Lamborghini Gallardo-თი გადაადგილდება.

ვენეციის მშენებლობის დროს სხვადასხვაგვარი ნაგებობის საძირკველის გასამყარებლად ჩაჭედებულ იქნა რუსული ლარიქსი, რომელიც წყალში თითქმის არ ლპება.

ნამდვილ იტალიურ პიცას შეშის ღუმელში აცხობენ. მსოფლიოში პირველი პიცერია Antica Pizzeria Port’Alba ნეაპოლში 1830 წელს გაიხსნა.

იტალიას ყოველწლიურად 40 მლნ ადამიანი სტუმრობს, მსოფლიოს ტურისტების რაოდენობით იგი მე-4 ადგილზეა.

პომიდვრის კულტურა წარმოშობით ამერიკიდანაა და იტალიაში მხოლოდ 1500-წლებში მოხვდა.

1088 წელს დაარსებული ბოლონიის უნივერსიტეტი უძველესია მსოფლიოში დღესდღეობით მოქმედ უნივერსიტეტებს შორის.

ტბა რეშენზეედან კოშკი აღიმართება – ერთადერთი, რაც ჩაძირული სოფლიდან დარჩა.

საუკეთესო რესტორნებზე ხშირად აბრა არ არის გამოკრული. ასეთ რესტორანში მოხვედრა მხოლოდ რეკომენდაციით შეიძლება. საერთოდ, იტალიაში რეკომენდაციას დიდ ყურადღებას აქცევენ, თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ თმის შეჭრა გსურდეთ. ”არავისგან” მისვლა ექიმთან ან პარიკმახერთან, უცნაურად მიიჩნევა.

იტალიაში ფეხბურთის ფანებს ”ტიფოზის” (სიტყვა ტიფისგან) უწოდებენ, რადგან თვლიან, რომ საფეხბურთო ფანატიზმი დაავადებაა.

იტალიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე მეტი – 50 ობიექტია.

იტალია ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 301 წელს დაარსებული სახელმწიფო სან-მარინო მსოფლიოს უძველესი რესპუბლიკაა, ყველა მხრიდან იტალიით გარშემორტყმული. ამასთან, სან-მარინოს, უძველესი – 1600 წელს დაწერილი კონსტიტუცია აქვს.

რომში კატის მოკვლისთვის 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა და 3-წლიანი პატიმრობაა დაწესებული. ქალაქის ქუჩებში დაახლოებით 300 000 უსახლ-კარო კატა ბინადრობს.

WhatsApp განქორწინების საქმეების თითქმის 50%-ში ფიგურირებს.

ორიგინალური ქანდაკება ”ქრისტე ფსკერიდან” სიცილიაში, პალერმო ადაურას სანაპიროზე, ზღვის ფსკერზეა აღმართული.

იტალიელების მიერ ჟესტების ენის აქტიური გამოყეება უკავშირდება იმას, რომ სხვადასხვა რეგიონების მაცხოვრებლებს განსხვავებული დიალექტების გამო ერთმანეთის ხშირად არ ესმით.

ფერარი იტალიური გვარია, რომელიც ქვეყანაში ისევე ხშირად გხვდება, როგორც, მაგალითად, ინგლისში სმიტი.

ყველაზე ცნობილი იტალიური დესერტი ტირამისუ XVII საუკუნეში შეიქმნა. სიტყვები tira mi su პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ”მაბედნიერებს”. მიზეზი – მატონიზირებელი ინგრედიენტები – ყავა და კაკაო.

ვატიკანი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ღამით თავისი კარების ჩაკეტვის უფლება აქვს.

რომის უნივერსიტეტში 150 000 სტუდენტი სწავლობს, ის ევროპის უმსხვილეს სასწავლებლად ითვლება.

დიდი იტალიური ოჯახი დღესდღეობით მხოლოდ და მხოლოდ მითია – ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, ერთადერთი შვილი ხშირად მშობლებთან 30 წლამდე ცხოვრობს.

ქვეყნის ტერიტორიაზე სამი მოქმედი ვულკანია – ვეზუვი, ეტნა და სტრომბოლი.

საშუალოსტატისტიკური იტალიელი წელიწადში 30 კილოგრამ მაკარონის ნაწარმს მიირთმევს. იტალიაში პასტის 150-მდე სახეობა არსებობს.