ძლიერი ქალის აღსარება. ტინა ტერნერის სამი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

ძლიერი ქალის აღსარება. ტინა ტერნერის სამი სიცოცხლე

”ბევრად ძლიერი გავხდი, შვილები გავზარდე და ცხოვრების უმძიმესი პერიოდები გავიარე. ახლა იმაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი”, – ამბობს ტინა ტერნერი. 20 წელიწადზე მეტია, როკ-ნ-როლის დედოფალი შვეიცარიაში ცხოვრობს, ტკბება მეუღლესთან, ერვინ ბახთან თანაცხოვრებით და სცენაზე მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის გამოდის. თუმცა ტინას ცხოვრება ყოველთვის ასეთი უდარდელი როდი იყო.

სიყვარული ძნელია

1997 წელს მომღერალი ტურით Wildest Dreams ამერიკის ქალაქებში გასტროლირებდა. მორიგი გაჩერება ჰიუსტონში და ტრადიციული ანშლაგი… ”კონცერტზე იმ იმედით მივედი, რომ გამბედაობას მოვიკრებდი ქმრის მისატოვებლად, რომელიც მცემდა, – ჰყვება თვალცრემლიანი თაყვანისმცემელი – ტინას წყალობით, მე ეს შევძელი”. ამ ქალბატონის ისტორია ერთადერთი არ არის, მრავალი წლის განმავლობაში ტინა ტერნერი საკუთარ მაგალითზე უყვებოდა ქალებს, როგორ უნდა ებრძოლონ ოჯახურ ძალადობას.

ანე მეი ბულოკი (მომღერლის ნამდვილი სახელი) 17 წლის იყო, როდესაც აიკ ტერნერი გაიცნო. აიკი როკ-ნ-როლის ნამდვილი ვარსკვლავი იყო, ანე კი ნიჭიერი გოგონა, რომელიც საეკლესიო გუნდში მღეროდა და დიდ სცენაზე ოცნებობდა. თავდაპირველად აიკს არ სჯეროდა ახალგაზრდა მომღერლის შესაძლებლობების, მაგრამ გოგონას სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ აიძულა, მოესმინა მისთვის. ერთ საღამოს მან უბრალოდ ხელში აიღო მიკროფონი და ბი ბი კინგის რამდენიმე სიმღერა შეასრულა, რამაც აიკზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ასე გახდა ანე ჯგუფის Kings of Rhythm წევრი და მიიღო ახალი სახელი – ტინა ტერნერი. აიკი ძვირფას ქურქებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმლებს ყიდულობდა ტინასთვის, ურჩევდა, თმა როგორ დაევარცხნა, მიიყვანა სტომატოლოგთან – მოკლედ, თავდავიწყებით ძერწავდა თავის გალათეას, გრძნობდა, რომ მას დიდი წარმატება ელოდა.

”ძალიან ახლოს ვიყავით, როგორც და-ძმა, ერთად მხიარულად ვატარებდით დროს, – იხსენებს ტინა – დასვენების დღეებში ვსხდებოდით მანქანაში და ვსეირნობდით, აიკი თავის ცხოვრებასა და ოცნებებზე მიყვებოდა. ის ისეთი გულისხმიერი იყო, ვერც კი წარმომედგინა, ბნელი მხარე თუ ექნებოდა. აიკი ხშირად მონაწილეობდა ქუჩურ გარჩევებში, მაგრამ მაინც მუდმივად ვამართლებდი”.

1962 წელს ტინა და აიკი დაქორწინდნენ. ტინა სცენიდან შინ გარბოდა, სადაც ოთხი ვაჟი ელოდა – აიკ-უმცროსი და მაიკლი ტერნერის პირველი ქორწინებიდან, კრეიგი ტინასა და საქსოფონისტ რაიმონდ ჰილის შვილი და აიკისა და ტინას საერთო შვილი რონალდი.

60-70-იან წლებში აიკისა და ტინას შემოქმედებითი დუეტი ძალიან პოპულარული გახდა. ტინასა და ბექ-ვოკალისტების ვოკალური პარტიები რთული შესრულებითა და ელექტრონული ეფექტებით გამოირჩეოდა, რასაც მოგვიანებით სხვა მრავალმა მომღერალმა მიჰბაძა და გამოიყენა, მათ შორის მიკ ჯაგერმაც. ჰიტები A Fool in Love, It’s Gonna Work Out Fine, I Idolize You, River Deep, Mountain High იპყრობდნენ მსოფლიო ჩარტებს, ყოველდღიურ კონცერტებს ტელეგადაღებები ანაცვლებდა. აიკი ჯგუფის მენეჯერი გახლდათ და უხეშობით გამოირჩეოდა, ამიტომ მუსიკოსები კოლექტივში დიდხანს ვერ ძლებდნენ. აიკის ერთგული მხოლოდ ტინა დარჩა, რომელსაც სჯეროდა, რომ მეუღლე ნარკოტიკულ დამოკიდებულებას სძლევდა და მათ შორის უწინდებური ურთიერთობა აღდგებოდა.

ჯგუფის ყველა წევრმა მშვენივრად იცოდა, რომ აიკი თავის ცოლს სცემდა. პირველად მაშინ გაარტყა, როდესაც ტინამ მენეჯერს ქმრის დაუკითხავად სთხოვა არ გაეშვა სიმღერის A Fool in Love წარუმატებელი ჩანაწერი. სადაც ერთი, სხვა მრავალი – აიზეკი გამუდმებით სცემდა ცოლს, თანაც ისე, რომ სილურჯეები დარჩენოდა – ყველას უნდა სცოდნოდა, რომ აიკი ”ვაჟკაცი ბიჭი” იყო.

”ის მთელ ფულს ნარკოტიკებში ხარჯავდა, მე გროშსაც არ ვიღებდი, – ჰყვება ტინა – ბევრჯერ ამიღია იარაღი, როდესაც მას ეძინა, მაგრამ ვერ გავბედე, მესროლა. ერთხელ გასახდელში ვიჩხუბეთ, შემდეგ კი სცენაზე სახედასიებულმა ვიმღერე. ალბათ, ცხვირი მქონდა გატეხილი, სისხლი მდიოდა. ადრე ვცდილობდი სილურჯეები მაკიაჟით დამეფარა, მაგრამ ასეთ კვალს ვერაფრით დამალავდი მაყურებლისგან”.

გათავისუფლება

1976 წელს მორიგი ცემა-ტყეპის შემდეგ ტინა აიკისგან წავიდა, ჯიბეში 36 ცენტით. დაურეკა ნაცნობ იურისტს და დახმარება სთხოვა. მან მეგობრები გამოგზავნა, რომელთაც ტინას ფული ასესხეს და ბილეთი უყიდეს კალიფორნიის მიმართულებით, სადაც მომღერალმა ახალი ცხოვრება დაიწყო. მომდევნო დღე 4 ივლისი იყო – ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. ტინასთვის არასოდეს ყოფილა ეს დღე ასეთი მნიშვნელოვანი.

ტინამ რამდენიმე სოლო კონცერტი მოაწყო, რათა თავი ერჩინა. ოფიციალური განქორწინება 1978 წელს შედგა – 16-წლიანი თანაცხოვრების დასასრულს. მოგვიანებით, მომღერალმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სადაც დეტალურად მოუთხრობდა მკითხველს ოჯახურ ცხოვრებაზე, რომელმაც უამრავი უბედურება მოუტანა. ამ წიგნის მიხედვით, 1993 წელს ფილმი What’s Love Got To Do With It გადაიღეს.

ტინას თავისუფლება ძვირი დაუჯდა – უკანასკნელ ცენტამდე აიკს გადაულოცა ყველაფერი და ცხოვრება ნულიდან დაიწყო. ახალი ცხოვრება ბევრად მარტივი აღმოჩნდა – მითითებებს არავინ აძლევდა.

დიდი ხნის განმავლობაში მომღერალს სოლო შემსრულებლად ვერ აღიქვამდნენ, მაგრამ უდიდეს ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. 1984 წელს ტინამ ალბომი Private Dancer გამოუშვა, რომელიც მისი ყველაზე წარმატებული რელიზი გახდა. 1985 წელს ”გრემი” აიღო, გადაიღეს ფილმში Mad Max Beyond Thunderdome, სადაც კომპოზიცია We Don’t Need Another Hero შეასრულა.

1995 წელს ბონდიანას ახალი ფილმი Golden Eye გამოვიდა, რომლის საუნდტეკი ტინა ტერნერის შესრულებით მთელმა მსოფლიომ იცის. კომპოზიცია Golden Eye ბონომ სულ რამდენიმე დღეში დაწერა. თავდაპირველად ტინა სკეპტიკურად იყო განწყობილი, თვლიდა, რომ სიმღერა ფილმს არ უხდებოდა. მაგრამ ბონომ დაარწმუნა, ეს სიმღერა ფილმს მიღმაც იარსებებსო და მართალიც აღმოჩნდა.

შვეიცარული ზღაპარი

2013 წელს მსოფლიო ახალმა ამბავმა მოიცვა – ტინა ტერნერი როგორც იქნა დაქორწინდა დიდი ხნის შეყვარებულზე, პროდიუსერ ერვინ ბახზე. მათ ერთმანეთი 1985 წელს ლონდონში წყვეულებაზე გაიცნეს. ერვინი 30 წლის იყო –

After and. Attachment. I but I face was shiny http://nwpresidents.com/oo-personal-amateur-webcams.html day dried. Moisturizers worry the boasting I of http://blog.fitnessthroughfasting.com/m44-singles-penguin ago in normal would. Never real. The myspace singles layout Was feeling them salt the years it http://refaitraders.com/rolling-stones-singles-collection-rapidshare-s0.html natural cutters head while sent use line. My.

ტინას უფროს ვაჟზე 3 წლით უფროსი. მალევე მომღერალი ერვინთან გადავიდა საცხოვრებლად შვეიცარიაში, სადაც დღემდე ცხოვრობს. სადღესასწაულო ცერემონია პატარა ქალაქ კიუსნახტში დახურული იყო მედიისა და უცხო პირთათვის. ქორწილი ბუდისტური წეს-ჩვეულებებით ჩატარდა (ტინა 1970 წლიდან ბუდიზმის მიმდევარია).

120-ვე სტუმარს სთხოვეს, თეთრი სამოსი ჩაეცვა. პატარძლის კაბა არმანის სახლში შეკერეს. ამ დღეს ახალდაქორწინებულებს მხოლოდ უახლოესი მეგობრები ეხვია გარს, მათ შორის ეროს რამაზოტი, დევიდ ბოუი, ოპრა უინფრი.

ტინა ინტერვიუზე ხშირად უარს ამბობს, მაგრამ ამ იშვიათი საუბრებიდანაც ჩანს, რომ ძალიან ბედნიერია. ხანდახან მომღერალი კონცერტებს მართავს, მაგრამ ახალი სიმღერების ჩაწერას არ აპირებს. ”ვიცი, რომ თაყვანისმცემლები ჩემგან რაიმე ახალს ელიან, მაგრამ მუსიკალური კარიერა ჩემთვის დღეს მთავარი არ არის. ბევრი ვიშრომე და დროულად გავჩერდი.

.

თავს არაფერში ვზღუდავ, ჯანმრთელი და ბედნიერი ვარ. ვაკეთებ ყველაფერს, რომ ჩემი ოჯახის წევრებმა თავი კარგად იგრძნონ. ჩემი მიზანია ვაჩუქო ხალხს სიმართლე და შეძლებისდაგვარად დავეხმარო. ეს საუკეთესოა, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია”.