ამადეო მოდილიანის “წყევლა”
16-03-2016
ამადეო მოდილიანის “წყევლა”
იტალიელი მხატვრის ამადეო მოდილიანის ხსოვნა მის უცნაურ მეტსახელში მოდი (ფრ. maudit - “დაწყევლილი) შემოინახა, რომელიც ერთდროულიც კნინობით-მოფერებითიცაა და წინასწარმეტყველურიც. ყველაფერი, რაც მოდილიანის წილად ხვდა თავისი ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ, მას ცხოვრებაში აკლდა: წარმატება, დიდება, კრიტიკოსების ქება… ვეცდებით, მოვყვეთ მხატვრის ისტორია, რომლის ბიოგრაფიის ბოლო ფურცელი ნაადრევმა და ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დაასრულა.








.

ამადეო მოდილიანი დაიბადა იტალიის ქალაქ ლივორნოში 1884 წელს. სახლზე, სადაც ის დაიბადა და რომელიც მოდილიანების საგვარეულოს ეკუთვნოდა, დღეს მემორიალური დაფა ჰკიდია.


ამადეო მოდილიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დედამისმა ევგენია გარსენმა. ის იხსენებს – შვილმა პირველად 14 წლის ასაკში გამოთქვა სურვილი, გამხდარიყო მხატვარი, თანაც ისეთ სიტუაციაში, როცა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა, – ტიფით გამოწვეული ციებ-ცხელების მძიმე შეტევის დროს… “მოულოდნელად ბოდვაში გამოხატა ხატვის ქვეცნობიერი სურვილი. მას ამ მომენტამდე არასდროს
უთქვამს ამის შესახებ, რადგან, ალბათ აუხდენელ ოცნებად ეჩვენებოდა” (ფოტოზე – მხატვრის დედა ევგენია გარსენი).


მძიმე დაავადება გახდა შესანიშნავი მხატვრული ნიჭის გაღვიძების ბიძგი. როგორც კი ევგენია შვილს შეჰპირდა ხატვის მასწავლებლის დაქირავებას მომჯობინების შემდეგ, საოცარი იყო, რომ ავადმყოფმა მაშინვე სწრაფად მომჯობინება დაიწყო.


“ის დაკავებულია მხოლოდ ფერწერით. თანაც არაჩვეულებრივი ჟინით, რაც მე მაკვირვებს და აღმაფრთოვანებს… მისი მასწავლებელი მეტად კმაყოფილია” – წერდა ევგენია რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც შვილმა ფერწერის გაკვეთილების სწავლა დაიწყო.


17 წლის ასაკში ამადეო ჩაეწერა ფლორენციის “შიშველი ნატურის ხატვის თავისუფალ აკადემიაში”. იმ ეპოქის კეთილგანმზრახველ ობივატელებს აკადემია ზარმაცებისა და უსაქმურების თავშესაფრად ეჩვენებოდათ, მაგრამ მომავალ მხატვარს ნაკლებად ადარდებდა სხვების აზრი. (ფოტოზე – ფლორენციის კათედრალური ტაძრის – სანტა მარია დელ-ფიორეს ხედი).


კიდევ 1 წლის შემდეგ მოდი ვენეციაში გაემგზავრა, სადაც აგრძელებდა ფერწერის შესწავლას. აქ მან გაიცნო ჩილელი მხატვარი მანუელ ორტის დე სარატე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მისი ერთგულ მეგობრად დარჩა (ფოტოზე – მოდილიანის მიერ ფანქრით შესრულებული მანუელ ორტის დე სარატეს პორტრეტი).


მანუელი ვენეციაში ჩასვლამდე დიდხანს ცხოვრობდა პარიზში. სწორედ მან უამბო ამადეოს საფრანგეთის დედაქალაქის საცდურთა შესახებ, იქაური საზოგადოების გასაოცარ თავისუფლებაზე, მონმარტრის ატმოსფეროზე, ახალ მხატვრულ მიმდინარეობებზე, ქუჩების დახვეწილ გრაციაზე, კაფეების სიმყუდროვესა და პარიზული ყოფის ილუზორულ სიმსუბუქეზე.


1906 წლის იანვრის ერთ ცივ დღეს ამადეო მოდილიანი პარიზში გაემგზავრა. ეს მგზავრობა მისთვის წინააღმდეგობრივი გამოდგა: ერთი მხრივ, სურვილის ასრულების ტკბილი მომენტი, ხოლო მეორეს მხრივ – წარსულთან განშორების გამო გაჩენილი მსხვრევის შეგრძნება.


მოდი შესანიშნავად ლაპარაკობდა ფრანგულად, ენა მას დედამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ასწავლა. ის ელეგანტურად იყო ჩაცმული, შესაძლოა ცოტა გაბღენძილადაც, რაც აშკარა დისონანსს ქმნიდა მხატვრის სახებასთან. ამადეომ გააჩერა ფაეტონი, ბარგი ჩატვირთა და მეეტლეს პარიზის ცენტრში მდებარე სასტუმროში მიყვანა მოითხოვა. პირველ ხანებში მას კარგად მორგებული მდიდრული შავი კოსტიუმი ეცვა, თეთრი პერანგითა და ჰალსტუხით. მის მორთულობას ასრულებდა სასეირნო ხელჯოხი, რომელიც გამუდმებით ხელს უშლიდა. მოდილიანი ხელჯოხს მოუხერხებლად იყენებდა ან იღლიის ქვეშ დაჰქონდა.


პარიზში ყოფნის პირველი ორი კვირის განმავლობაში მოდილიანი გამუდმებით იცვლიდა სასტუმროებს, ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა (რაც, როგორც ჩანს, ღრმა შფოთვის ნიშანი იყო), სანამ საბოლოოდ მხატვართა თავშეყრის ცნობილ ადგილას, – მონმარტრის ბორცვზე არ დამკვიდრდა. ბორცვზე, რომელიც დაფარული იყო მწვანე ბოსტნებით თუ ვენახებით და ასევე ნაცრისფერი ბარაკებითა თუ ქარის წისქვილებით, სოფლული ცხოვრების წესი მეფობდა. (ფოტოზე – მონმარტრტი, 1907 წელი).


თუ სამართლიანია მტკიცება – “მხოლოდ ის ფულია შენი, რომელსაც ხარჯავ”, მაშინ მოდილიანი სიღატაკეშიც კი “მდიდარი” გახლდათ. ის დაუყოვნებლივ ქარს ატანდა ყველაფერს, რაც კი გააჩნდა. ასეთი უაზრო ფლანგვა გახდა მოარული ხმების საფუძველი მისი სიმდიდრის შესახებ, მაგრამ ეს ჭორები მალევე გაქარწყლდა – აღმოჩნდა, რომ სავარაუდო “ქონება” დედამისის მომცრო დანაზოგები იყო.


მაშინდელ დროში მანმარტრზე თითქმის ყველა მხატვარი, ჩვეულებრივ, სიღატაკეში ცხოვრობდა. ისინი მისდევდნენ არეული და ქაოსური ცხოვრების წესს, მაგრამ ამადეო მათ ფონზეც კი გამოირჩეოდა. ის მუდმოვად ხვდებოდა უსიამოვნებებსა და აურზაურში, მისი ფიგურა კი სიცოცხლეშივე შეიმოსა ლეგენდების შარავანდედით. პარიზული ცხოვრების რამდენიმე თვის მანძილზე მოდილიანი მოკრძალებული ჭაბუკიდან იქცა მონმარტრის ყველაზე სახელგანთქმულ ლოთად.


მაგალითად, ჰყვებოდნენ ერთ საღამოს როგორ მივიდა მთვრალი მოდილიანი კაბარეში “ცქვიტი კურდღელი” (იმ დროის არტისტული ბოჰემის შეყრის საყვარელ ადგილზე) და საერთო ჩხუბის პროვოცირება მოახდინა, რა დროსაც ჭურჭელი დაიმსხვრა. ამ მომენტიდან დაწესებულების პატრონი მოდის ზღურბლს მიღმა ფეხს აღარ ადგმევინებდა. (ფოტოზე – კაბარე “ცქვიტი კურდღელი).


ამედეო მოდილიანის სმის მანერა ყოველგვარ რიტუალს უარყოფდა. სვამდა აჩქარებით, დიდი ყლუპებით, მიღებულის სასმელისგან ყოველგვარის სიამოვნების მიღების გარეშე. მოკლე ხანში მიეჩვია აბსენტის სმას. ჩანს, ალკოჰოლი ეხმარებოდა მხატვარს გადაელახა თანდაყოლილი მორცხვობა, რის დაფარვასაც ბახუსის ქვეშ მყოფი ამადეო აღვირახსნილი თავხედის ნიღბით ცდილობდა.


ორმხრივმა ლტოლვამ ალკოჰოლისკენ და ერთობლივმა სმამ ხელი შეუწყო ამადეო მოდილიანისა და ნაცნობი მხატვრის მორის უტრილოს დაახლოებას. “სამწუხარო იყო მათი ყურება, როცა რაღაც გაურკვეველი წონასწორობის მდგომარეობაში იყვნენ გადახვეული – ერთი ძლივს იდგა ფეხზე, მეორეც მალევე აპირებდა წაქცევას”, – იხსენებდა მხატვრობის კრიტიკოსი ანდრე ვარნო. პიკასომ კი მეგობრების დანახვისას ერთხელ მშრალად თქვა – “უტრილოს გვერდით მოდილიანი უკვე მთვრალია”. (ფოტოზე – მორის უტრილო).
.

1907 წელს ამადეო მოდილიანი შეხვდა თავის პირველ ნამდვილ მეცენატს პოლ ალეკსანდრს – ახალგაზრდა ექიმს, რომელიც მასზე მხოლოდ 3 წლით უფროსი იყო. პოლმა აგრძნობინა მხატვარს, რომ აფასებდა მის ნიჭს, ამშვიდებდა მას, უმსუქებდა უარყოფით შედეგებს, რაც ხშირად მოსდევდა მოდილიანის უგვანო საქციელს, ძალიან დაეხმარა იმით, რომ მხატვარს მის განკარგულებაში გადასცა მუშაობისთვის საჭირო სათავსი, ყიდულობდა მის ნახატებსა და ტილოებს, აწარმოებდა მოლაპარაკებებს მენატურე ქალებთან (ფოტოზე – ამადეო მოდილიანის შესრულებული პოლ ალეკსანდრის პორტრეტი)
.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად შეიცვალა ცხოვრება პარიზში, ბავრი მხატვარი საყოველთაო მობილიზაციაში მოჰყვა. ამადეო მოდილიანის, რომელმაც საკუთარი თავის სოციალისტად და ომის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა, ძალიან სურდა ფრონტზე მოხვედრილიყო, თუმცა სამხედრო ექიმმა დაიწუნა – უარი უთხრა მის ცნობაზე სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად სუსტი ჯანმრთელობის გამო. მოდილიანის იტალიური სიამაყე შეიბღალა, რასაც მისთვის ჩვეული წესით უპასუხა – უფრო მეტი ალკოჰოლისა და ჰაშიშის მოხმარება დაიწყო. (ფოტოზე – პარიზი, 1915 წელი).


მოდილიანის ესმოდა, რომ გრძნობა, რომელსაც ის ადამიანებში ყველაზე ხშირად აღძრავდა საუკეთესო შემთხვევაში თანაგრძნობა იყო, უარესში კი – გაუცხოება და მიუღებლობა, თუმცა ვერაფრით ერეოდა საკუთარ თავს. გარშემომყოფნი უკვე ისე მიეჩვევნენ მის როგორც ლოთის გარეგნობას, – რომელიც ძლივს იდგა ფეხზე და მზად იყო გაეცვალა თავისი სურათები ჭიქა ღვინოზე, რომ ამადეო სწორედ ასე იქცეოდა, რის დემონსტრაციასაც ფსიქოლოგები “მოსალოდნელ ქცევას” უწოდებენ.


1917 წლის თებერვალში მოდილიანი შეხვდა ჟანა ებიუტერნს – ქალს, რომელმაც ხანმოკლე დროით მისი ბედი გაიზიარა და ბოლომდე მასთან დარჩა. მხატვარი შეხვედრისას 33 წლის იყო, ჟანა 19-ის. (ფოტოზე – ჟანა ებიუტერნი).


ჟანასა და ამადეოს ურთიერთობას გარკვეულ შუქს ჰფენს თანამედროვეთა მოგონებები: “ის ნაბახუსევი სკამზე ზის, არ იცის რა ქნას, საით წავიდეს. მონპარნასის ბულვარის მხრიდან ჩნდება ჟანა, პალტო აცვია და ხელში თბილი შარფი უჭირავს. შეშფოთებული გაიხედ-გამოიხედავს და ბოლოს და ბოლოს ამჩნევს მას. ამადეოს გვერდით უჯდება და ყელზე შარფი შემოახვია – მას ხომ ხველა და მაღალი სიცხე აქვს. მოდი ჩუმადაა, მას მხრებზე ეხვევა და ისინი დიდხანს უსიტყვოდ და უძრავად რჩებიან ასეთ მდგომარეობაში ერთმანეთს მიკრულნი. შემდეგ, ასევე გადახვეულები სახლში ერთად მიდიან”. (ფოტოზე – ამადეო მოდილიანის შესრულებული ჟანა ებიუტერნის პორტრეტი).


ლეოპოლდ ზბოროვსკი, რომელიც იმ მომენტში მოდილიანის მეცენატი იყო, მეტად კმაყოფილი გახლდათ მოდის ცხოვრებაში ჟანას გამოჩენით, რადგან იმედოვნებდა, რომ ის მოდიზე დადებით გავლენას მოახდენდა, აიძულებდა გაფრთხილებოდა ჯანმრთელობას და უარს ათქმევინებდა დამღუპველ ჩვევებზე. თუმცა ეს იმედები ამაო აღმოჩნდა. (ფოტოზე – ამადეო მოდილიანის შესრულებული ლეოპოლდ ზბოროვსკის პორტრეტი).


1917 წლის გვიან შემოდგომაზე პრესტიჟული გალერეის დიასახლისმა ბერტა ვაილმა განაცხადა, რომ ორგანიზაციას გაუწევდა მოდილიანის პირველ პერსონალურ გამოფენას. დამსწრეთა მოზიდვის მიზნით ლეოპოლდ ზბოროვსკიმ ვიტრინაში რამდენიმე ნიუ გამოფინა, რამაც მყისიერი ეფექტი იქონია, რომელმაც მეცენატის ყველაზე თამამ მოლოდინებს გადააჭარბა. ვიტრინასთან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, ისმოდა აღშფოთებული წამოძახილები, ვიღაცამ უკბილო ხუმრობებით დაიწყო ნანახის კომენტირება.


გალერეა, სადაც ეწყობოდა მოდილიანის პირველი პერსონალური გამოფენა, მეტად უიღბლოდ იყო განლაგებული პოლიციის განყოფილებასთან – დაწყებულმა აურზაურმა კომისრის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც თანამშრომლები გაგზავნა ამბის გასარკვევად. ამ რეიდის შედეგი კი ის გახდა, რომ გალერეის დიასახლისს უბრძანეს გამოფენა დაუყოვნებლივ დაეხურა.


მოდილიანის სიცოცხლეში ამ პირველმა და უკანაკნელმა გამოფენამ მაინც ითამაშა კეთილი როლი. სკანდალი, რომელიც მისი დახურვისას ატყდა, ფართოდ გახდა ცნობილი მთელი პარიზისთვის, მხატვის სახელი ყველას პირზე ეკერა. ომის წლებში ხელოვნებისთვის ბევრს არავის ეცალა, თუმცა ასეთმა უნებურმა რეკლამამ თავისი საქმე გააკეთა – მოდილიანის სურათების ყიდვა დაიწყეს.


1918 წლის 20 ნოემბერს ჟანა ებიუტერნმა გოგონა გააჩინა, რომელსაც დედამისის სახელი ჟანა დაარქვეს. ამადეო ისეთი ბედნიერი იყო, რომ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ თავის ახალშობილ გოგონაზე ყველა შემხვედრს უყვებოდა. მერე გადაწყვიტა ეს ამბავი ბისტროში აღენიშნა და როდესაც გოგონას დაბადების რეგისტრაციისთვის კანცელარიაში მივიდა, კარი დაკეტილი დახვდა (ფოტოზე – ჟანა, ამადეო მოდილიანი ქალიშვილი).


ბოლოს, დრამის უკანასკნელი აქტი. 1920 წლის 1 იანვარს ლეოპოლდ ზბოროვსკიმ, რომელიც შეშფოთებული იყო მოდილიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით, სახლში ჩაკეტა, რათა ის საწოლში დარჩენილიყო. მხატვარი ხმამაღლა მოითხოვდა გამოშვებას და ბოლოს და ბოლოს სახანძრო კიბით გამოიპარა. ისე მოხდა, რომ მოდილიანი შეეჩეხა ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოშვებული მორის უტრილო. სიხარული, ხვევნა, ბობოქარი ქეიფი, რომელიც თავდაპირველად ბისტროში დაიწყო და ამადეოს სახლში გაგრძელდა, სადაც ამ დროისთვის მეორე ბავშვზე ორსული ჟანა მივიდა.


მომდევნო დღეს მოდილიანი გვიან ღამემდე სვამდა და დაეხეტებოდა უკაცრიელ, ცივ ქუჩებში. ნაცნობ-მეგობრების კომპანია ეხვეწებოდა დაბრუნებულიყო სახლში ჟანასთან, მაგრამ მას არაფრის გაგონება არ სურდა, შემდეგ კი გარშემომყოფთა შეურაცხყოფა დაიწყო. ილანძღებოდა, ყვიროდა, რომ მას არ ჰყავს მეგობრები და არც არასოდეს ჰყოლია. შემდეგ კი მოულოდნელად გაყინულ მერხზე დაჯდა და ყველას სთხოვა, მისთვის მიებაძათ – მოდის ლივორნოს პორტის ნავმისადგომი ელანდებოდა… ილაჯგამოცლილი მხატვარი ბოდავდა.


ბოლო დროს მოდილიანის სულ უფრო ხშირად ემართებოდა გონების დაბინდვა: ბოდვისას ესაუბრებოდა წარმოსახვით ადამიანებს, ხოლო ბულვარზე მიმქროლავ განათებულ მანქანებში ჩინურ დრაკონებს ხედავდა.
.

იმ საბედისწერო ღამეს მოდილიანი სახლში ტაქსით დაბრუნდა და ფილტვების ანთების სიმპტომებით ჩაწვა. ჰქონდა მაღალი სიცხე და ცხელება გამუდმებული ბოდვით. 1920 წლის 22 იანვარს ამადეო უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს ღარიბთა და უქონელთა საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა 24 იანვრის საღამოს. მეგობრები იხსენებენ მხატვრის უკასკნელ სიტყვებს: “საკმაო გონება შემრჩა რათა მივხვდე – ეს დასასრულია”. შემდეგ კი დაამატა: “მე ვაკოცე ჩემს ცოლს, ჩვენ მზართ ვართ სამუდამო ბედნიერებისთვის”.


25 იანვარს ჟანა ებიუტერნი საავადმყოფოში მოდილიანისთან გამოსამშვიდობებლად მივიდა მამამისთან ერთად და იმავე ღამეს მოიკლა თავი – მშობლების სახლის საძინებლიდან ფანჯარაში გადააბიჯა… ჟანა ცხრა თვის ორსული იყო.


ამადეოს დაკრძალვამ მეტად პომპეზურად ჩაიარა, რასაც ვერ ვიტყვით ჟანას დაკრძალვაზე. ამაოდ ცდილოოდნენ მეგობრები ჟანას მშობლების დარწმუნებას – ახალგაზრდები ერთ საფლავში დაეკრძალათ. ებიუტერნების წყვილმა ეს შორს დაიჭირა.


არადა, სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, ჟანას ნეშტი გადაიტანეს მოდის საფლავში პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. საფლავის ქვის წარწერა მათი ცხოვრების წიგნში უკანასკნელი ჩანაწერია, რომელიც იტალიურ ენაზეა შესრულებული: “ამადეო მოდილიანი. მხატვარი. დაიბადა ლივორნოში 1884 წლის 12 ივლისს. გარდაიცვალა პარიზში 1920 წლის 24 იანვარს. სიკვდილმა მას დიდების წინ მიუსწრო. ჟანა ებიუტერნი. დაიბადა პარიზში 1898 წლის 6 აპრილს. გარდაიცვალა პარიზში 1920 წლის 25 იანვარს. ამადეო მოდილიანის ერთგული ცხოვრების თანამგზავრი, რომელსაც მან სიცოცხლე მსხვერპლად შესწირა”.

nino buradhvili
14 აგვისტო 2016 01:47
Gmadlobt, udidesi siamovnebistvis!
მელი
20 აპრილი 2016 17:47
ასეთი სტატიები წერეთ,სიამოვნებით წავიკითხე.მადლობააა.....
ელისო
09 აპრილი 2016 08:53
ასეთი სტატიები ნამდვილადა უნდა იწერებოდეს, მაგრამ სასურველია, უფრო გამართული ენით...

რედაქტორის რჩევით