სოციალური ობლები - კვირის პალიტრა

სოციალური ობლები

მოლდოვის რესპუბლიკა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა. მილიონამდე მოლდოველი საზღვარგარეთ სამუშაოდ არის წასული. ყოველწლიურად მიგრანტები სამშობლოში 1,6 მილიარდამდე დოლარს აგზავნიან. ფოტოგრაფი მირიამ მელონის პროექტი მოლდოვის ”სოციალურ ობლებს” მიეძღვნა – ბავშვებს, რომელთა მშობლები ლუკმა პურის საშოვნელად სხვა ქვეყნებში არიან გადახვეწილი.

ფოტოზე: ლულია რეცხავს ჭურჭელს. გოგონა ბებიასთან ცხოვრობს.

.

ბავშვები ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლასთან თამაშობენ. იუნისეფის მონაცემებით, მოლდოვაში ყოველი მეხუთე ბავშვის ერთი ან ორივე მშობელი საზღვარგარეთ მუშაობს. ბავშვებს ბებიები, ბაბუები, შორეული ნათესავები უვლიან, ან საერთოდაც, უპატრონოდ რჩებიან.

.

10 წლის იულია. როდესაც იულიას მშობლები დაშორდნენ, მათი მატერიალური მდგომარეობა არასტაბიული იყო, ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებით გოგონა და მისი ძმები რუმინეთის ბავშვთა სახლში გაამწესეს. ბავშვები იქ 3 წელი ცხოვრობდნენ, სანამ დედამ გერმანიაში სამსახური არ იშოვა და შეძლო მათი შესანახი ფულის დაგროვება. ქალმა სამშობლოში დააბრუნა შვილები, ამჟამად ისინი ბებიასთან ცხოვრობენ.

.

60 წლის ნინა თავის 10 წლის შვილიშვილთან. ნინა ორ შვილიშვილს უვლის. მათი მშობლები საზღვარგარეთ მუშაობენ. დედა – იტალიაში, მამა კი საფრანგეთში.

.

მიტოვებული ქარხანა ქალაქ ტარაკლიაში.

.

სადილი სტრაშენის ბავშვთა სახლში.

.

21 წლის გეორგე მამასთან ერთად. როდესაც გეორგე 18-ს გახდა, დედასთან იტალიაში გადაწყვიტა გამგზავრება და სამუშაოს პოვნა. 1 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება ამჯობინა. ამჯამად ის დურგლად მუშაობს და დღეში 5 ევროზე ნაკლებს გამოიმუშავებს.

.

14 წლის ლუმინიცა ადგილობრივ ბარში. დედამისი იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს.

.

ბებია და შვილიშვილი

.

ლულია, რომლის დედაც გერმანიაში მუშაობს.

.

9 წლის ბოგდანი და-ძმასთან ერთად ბებიასთან ცხოვრობს. დედა გერმანიაშია. რამდენიმე თვის წინ ბებიას საშვილოსნოს კიბო აღმოუჩინეს. აუტანელი ტკივილების გამო ქალი ბავშვების მოვლას ვერ ახერხებს.

.

ბავშვები სტრაშენის ბავშვთა სახლში. თავშესაფარი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ობლებისთვის ააშენეს ერთ დროს.

.

24 წლის სტეპანი 2 წლის შვილთან ერთად. მისი ცოლი საზღვარგარეთ გაემგზავრა სამუშაოდ, როდესაც ბავშვი 7 თვის იყო, მას შემდეგ ქალი ქმარ-შვილის ნახვას იშვიათად ახერხებს.

.

ცივი ზამთარი მოლდოვაში.

.

17 წლის ანდრეი მეგობრებთან ერთად. ანდრეის მამა და ძმა იტალიაში მუშაობენ, და როდესაც ბიჭი 18 წლის გახდება, ისიც აპირებს გამგზავრებას. ანდრეი, როგორ ახალგაზრდა მოლდოველთა უმეტესობა, ვერ ხედავს საკუთარ მომავალს სამშობლოში.