ტაციო სეკიაროლი – ქუჩის ფოტორეპორტიორი და პირველი პაპარაცი
ტაციო სეკიაროლი – ქუჩის ფოტორეპორტიორი და პირველი პაპარაცი
სიტყვა ”პაპარაცი” ლექსიკაში მას შემდეგ დამკვიდრდა, როცა 1960 წელს ფედერიკო ფელინის Dolce Vita გამოვიდა ეკრანებზე. პაპარაცო -ასე ერქვა ფოტორეპორტიორს, მთავარი გმირის მეგობარს.









ტაციო სეკიაროლი

პაპარაცოს პროტოტიპი ქუჩის ფოტოგრაფი ტაციო სეკიაროლი გახდა, რომელიც ფელინის გაცნობის შემდეგ მისი ფილმების გადასაღებ მოედანზე საქმეს შეუდგა. სწორედ სეკიაროლის უწოდებენ პირველ პაპარაცის.


ფედერიკო ფელინი და მარჩელო მასტროიანი. ”8 1/2”, 1963

ტაციო, რომელიც ახალგაზდრობაში ქუჩის ფოტოგრაფიით ირჩენდა თავს, უმაღლესი ხარისხის ოსტატობას დაეუფლა – პერსონაჟების როლი მოირგო, მათი შეგრძნებები

გამოიცნო და საჭირო დროს აჭერდა ღილაკს. სწორედ ამ თვისებებით მოხიბლა ტაციომ ფედერიკო ფელინი.


ფედერიკო ფელინი, ”სატირიკონი”, 1969

გენიოსი მაესტროს წყალობით, ტაციო სეკიაროლიმ ახალი სახელი შეიძინა და შექმნა ახალი ფოტოგრაფია კინოზე. ფელინიმ აღმოაჩინა სეკიაროლი, სეკიაროლიმ კი ფელინის ფანტაზიები გაუღვივა, ამ ტანდემის შედეგად კი მსოფლიომ ნამდვილი იტალიური სული

იხილა. ტაციომ აღბეჭდა იტალიელი კინოვარსკვლავები, გამოკვეთა იტალიური კინოს ”ძარღვი”, ფელინის შინაგანი სამყარო.


სოფი ლორენი და გრეგორი პეკი, ”არაბესკა”, 1966

ცოდნამ და ნიჭმა ოსტატობისა, გაეთავისებინა პერსონაჟი, და კადრისთვის ემოცია, ესთეტიკა, სილამაზე და მარადიულობა მიენიჭებინა, განაპირობა მისი მომავალი შემოქმედება, და როცა მიხვდა, რომ ღვთიურმა ხელოვნებამ შემოქმედის მთელი ენერგია ამოწურა, ღირსეულად წავიდა, ისე როგორც დიდ ადამიანებს სჩვევიათ…


სოფი ლორენი და ფოტოგრაფი რიჩარდ ავედონი

ფილმის Dolce Vita გამოსვლის შემდეგ, თავი სტუდიურ ფოტოგრაფიას მიუძღვნა და 20 წლის განმავლობაში სოფი ლორენის პირად ფოტოგრაფადაც მუშაობდა. 1983 წელს კი საქმიანობა შეწყვიტა.


1998 წლის 24 ივლისის ღამეს თავის რომაულ სახლში ძილში 73 წლის ასაკში აღესრულა.


მარჩელო მასტროიანი



”სატირიკონი”, 1969


“Casanova ’70″


“Toby Dammit” 1968


ფელინი


სოფი ლორენი, ”ქორწინება იტალიურად”, 1964


ლორენი/მასტროიანი, ”ქორწინება იტალიურად”, 1964




მასტროიანი


”მზესუმზირები”, 1969


”უჩვეულო დღე” 1977


”არაბესკა”


ავედონი/ლორენი


ჟან გაბენი, ”ვერდიქტი”, 1974



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?