როგორ ერთობოდნენ აფრიკაში ნახევარი საუკუნის წინ - კვირის პალიტრა

როგორ ერთობოდნენ აფრიკაში ნახევარი საუკუნის წინ

60-იანი წლები, სექსუალური რევოლუცია, შორეული სამხრეთ აფრიკა, აპარტეიდის რეჟიმი… ეს ფოტოები კეიპტაუნის  ღამის კლუბებშია გადაღებული.

მოქმედების მთავარი ადგილი – კლუბი ”კატაკომბები” – დღისით საპარიკმახერო შინაური ცხოველებისთვის, ღამით კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი გასართობი ადგილი.

 

 

 

 

 

კლუბი ”კატაკომბები”, 1968 წლის 23 თებერვალი

 

კლუბის სტუმრები – იმჟამინდელი ე.წ. ”ტუსოვკა” – ბოჰემისა და ანდეგრაუნდის ნაზავს წარმოადგენდა.

 

მდიდარი ბებრები ახალგაზრდა ცოლებთან, მეზღვაურები, მეძავები, ბომონდური ცხოვრების მოყვარული გოგონები, ბანდიტები, ჰომოსექსუალები და აპარტეიდის პერიოდის წარმოუდგენელი სითამამე – სხვადასხვა რასის წარმომადგენელი წყვილები ერთად მშვენივრად ერთობოდნენ.

 

კლუბი ”კატაკომბები”, 1968 წლის 8 იანვარი

 

60-იანი წლების მოდა – მინი-ქვედაბოლოები, მკვეთრი მაკიაჟი და აჩეჩილი ვარცხნილობა – ნათლად ასახავს დასავლურ ქვეყნებში სექსუალური რევოლუციის ტალღას.

 

 

 

სტუმრების საყვარელი სასმელი – ბრენდი და კოლა.

 

კლუბი The Spurs, 1967 წლის 29 დეკემბერი

 

ფოტოების ავტორი, ბილი მონკი – კეიპტაუნის ღამის ცხოვრების ცნობილი ფიგურა, რომელსაც ქალების გულთამპყრობელის რეპუტაცია ჰქონდა, თავადაც ამ ”ტუსოვკის” ნაწილი გახლდათ.

 

 

ფაქტმა, რომ ის ყველგან მიღებული იყო, მისცა ბილის საშუალება, გადაეღო ყველაფერი დაუფარავად.

 

ღამის ცხოვრება, რომელიც მონკმა გადაიღო, უცხო თვალისთვის დაფარული იყო. ფაქტობრივად, ის ერთადერთი იყო, ვინც შეძლო ცხოვრების ამ მუქი მხარის ფირზე ასახვა. სწორედ ამიტომ ერგო ფოტოებს დიდი წარმატება.

 

მონკის მიერ გადაღებული კადრები 1979 წელს აღმოაჩინეს, როდესაც უკვე 10 წელი იყო გასული, რაც მან ფოტოს გადაღება შეწყვიტა. 1982 წელს კი ფოტოები იოჰანესბურში გამოიფინა და დიდი წარმატება ხვდა წილად.

 

თუმცა, თავად ფოტოგრაფი თავის პირველ გამოფენას ვერ დაესწრო, რადგან გამოფენის გახსნიდან 2 კვირაში ის ჩხუბის დროს მოკლეს.

 

ერთ დროს, ”კატაკომბებში” მუშაობისას, ბილიმ მეგობარს უთხრა: ” აი, ნახავ, ჩემს ფოტოებზე ჩემი სიკვდილის შემდეგაც დიდ ხანს ილაპარაკებენ”. და ის მართალიც აღმოჩნდა.