”ჩვენი ბიჭები” – რამდენიმე ფაქტი ისლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესახებ - კვირის პალიტრა

”ჩვენი ბიჭები” – რამდენიმე ფაქტი ისლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესახებ

ისლანდიის ნაკრები არამხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის სენსაციად იქცა 2016 წელს. გუნდმა, რომლის ევროპის ჩემპიონატის საფინალო ტურნირში მოხვედრას  ეჭვის თვალით უყურებდნენ, ფეხბურთის სამშობლო – ინგლისი ჩემპიონატის მიღმა დატოვა.

ისლანდიური ფეხბურთის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, ჩნდება კითხვა: ”ვინ არის ეს ხალხი?”. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს ვიკინგების ისტორიიდან, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს.

 

 

 

 

 

2

ისლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი  ლარს ლაგერბეკია,  ცნობილი შვედეთის ნაკრებში მუშაობით. თუმცა, მეტად საყურადღებო და საინტერესო პერსონა გახლავთ მისი ასისტენტი – ჰეიმირ ჰალგრიმსონი. ბავშვობაში მან ვულკანის ამოფრქვევა გადაიტანა, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა და ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სტომატოლოგის პროფესიას დაეუფლა. სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობდა, თუმცა მოკლე ვიზიტის დროს, როდესაც ნახევარ სანაცნობოს კბილებზე უმკურნალა, მიხვდა, რომ სწორედ აქ არის საჭირო. ბრიტანეთში ჰეიმირი ფეხბურთით დაინტერესდა, სამშობლოში დაბრუნებული კი ადგილობრივ კლუბში ”ვესტმანაიეარ” მოეწყო. დილაობით დანტისტობდა, საღამოს – ვარჯიშებზე მიემართებოდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, კლუბის ქალთა საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელობა დაიწყო, სადაც ის ლარს ლაგერბეკმა შენიშნა. მას ქარიზმატული ადამიანი სჭირდებოდა, რომელიც მოახერხებდა მწვრთნელის ნააზრევის ფეხბურთელებისთვის სწორად გადმოცემას. Pro ლიცენზიის მისაღებად, ჰეიმირს დანტისტის პროფესიაზე უარის თქმამ მოუწია, ამიტომ ამჟამად ნახევარ განაკვეთზე მუშაობს.

3

მსოფლიოს საფეხბურთო ნაკრების უმეტესობას არაოფიციალური მეტსახელი აქვს, ისლანდიის ნაკრებიც არ არის გამონაკლისი. Strakarnir okkar – ასე უწოდებენ საყვარელ გუნდ ისლანდიელი გულშემატკივრები, რაც ”ჩვენს ბიჭებს” ნიშნავს.

4

ისლანდიის ეროვნული ნაკრების ისტორია არაოფიციალურად 1930 წელს დაიწყო, როდესაც  ფარერის კუნძულები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.  ისლანდიის ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი 70 წლის წინ გაიმართა. 1946 წელს ისლანდია დანიასთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ისლანდიის ნაკრებმა ყველაზე დიდი დამარცხება 1967 წლის აგვისტოში, დანიასთან იწვნია. მატჩი ანგარიშით 2:14 დასრულდა. ყველაზე დიდი გამარჯვება კი მალტასტან მატჩში, 2000 წელს მოიპოვა – 5:0.

5

ევრო-2016-ში წარდგენილი 23 ფეხბურთელიდან არცერთს არ უთამაშია ეროვნულ ჩემპიონატში.

სანკრების საშინაო არენას რეიკიავიკის სტადიონი, სახელწოდებით ”ლაუგარდალსველურ” წარმოადგენს, რომელსაც 1958 წლიდან 1997 წლამდე მხოლოდ ერთი ტრიბუნა და ხის სკამები ჰქონდა. ამჟამად, განახლებული სტადიონი 15 ათას გულშემატკივარს იტევს.

6

2004 წელს იტალიის ნაკრებთან მატჩის დროს ისლანდიის ნაკრების თამაშების დასწრების რეკორდი მოიხნა. სტადიონზე 20 034 ადამიანმა მოიყარა თავი, რაც ძალიან დიდი ციფრია 320 ათასიანი მოსახლეობისთვის. შეხვედრა ისლანდიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.

7

ნაკრების ამჟამინდელი კაპიტანი, არონ გუნარსონი, 15 წლამდე ხელბურთით იყო დაკავებული და სპორტის ამ სახეობის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა. თუმცა, შემდეგ ფეხბურთმა გაიტაცა და განაცხადა, რომ ხელბურთი მისთვის მეტისმეტად იოლია და მობეზრდა.

8

11

12

ისლანდიის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ნაკრების გარდა, კომენტატორი გუდმუნდურ ბენედიკტსონი გახდა. ავსტრიის ნაკრებზე გამარჯვება მან ისე ემოციურად აღნიშნა, რომ ხმა ჩაუწყდა. ამავდროულად, ბენედიკტსონი მისი ძირითადი საქმიანობიდან გაათავისუფლეს – ის კლუბის ”რეიკიავიკი” მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა. სანამ გუდმუნდური ნაკრების თამაშით იყო აღტაცებული, მისი გუნდი  მარცხს მარცხზე განიცდიდა.

13

ისლანდიის ეროვნული ნაკრების ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი, 37 წლის ეიდურ გუდიონსენია, რომელიც ”ჩელსიში” და ”ბარსელონაში” თამაშობდა. გუდიონსენი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ორიგინალური რეკორდის თანაავტორია – 1996 წლის 24 აპრილს, ისლანდიისა და ესტონეთის ნაკრების თამაშის დროს მან მამა – არნორ გუდიონსენი შეცვალა. ეს გახლდათ ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც მამა-შვილს ერთად მოუწია თამაშმა საერთაშორისო შეხვედრაზე.